მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას
შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას

შალვა პაპუაშვილი: ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას

იმედი|imedinews.ge

ახლახან არ იყო 4 ოქტომბერი? დღისით, მზისით ევროკავშირმა წააქეზა, მხარი დაუჭირა ხელისუფლების ძალადობრივ ცვლილებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მან სალომე ზურაბიშვილთან ელჩების ვიზიტებიც გაიხსენა და თქვა, რომ მოპარული შტანდარტის ფონზე გადაღებული ფოტოებით ელჩები 4 ოქტომბრის ძალადობას აქეზებდნენ.

„ერთ რამეს დააკვირდით, სალომე ზურაბიშვილი ჩიხში რომ იმალებოდა და გამზადებული იყო, როგორც კი აიღებდნენ პრეზიდენტის სასახლეს, შესულიყო და დამჯდარიყო თავისი შტანდარტით, რომლითაც დადიოდა. მანამდე ელჩები გამუდმებით მიდიოდნენ სალომე ზურაბიშვილთან, ჰქონდათ შეხვედრები დემონსტრაციულად, მაშინ, როდესაც გვყავს არჩეული პრეზიდენტი, წინ იდგა პრეზიდენტის შტანდარტი, მოპარული და ამის ფონზე იღებდნენ სურათებს. ამის შემდეგ მე დავწერე კიდევაც, ამაზე მქონდა განცხადება, ამის შემდეგ არც ერთი ელჩი აღარ მისულა სალომე ზურაბიშვილთან იმიტომ, რომ მიხვდნენ როგორ წაიტეხეს ცხვირი იმით, რომ ფაქტობრივად აქეზებდნენ 4 ოქტომბერს, რომლის გამოც ხალხი აღმოჩნდა ციხეში. ზოგიერთი კარგია, რომ გონს მოდის, აღიარებს ძალდობას, სთხოვს პროკურატურას და იღებს საპროცესო შეთანხმებას, თუმცა ზოგიერთი ისევ ციხეშია ამ ხალხის წყალობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 184 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

მაკა ბოჭორიშვილი: დღემდე არ იძებნება არცერთი შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული

იმედი

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი