მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული
შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული

შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული

იმედი|imedinews.ge

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის.

„შეგახსნებთ, რომ ის სტრატეგიული პარტნიორობა იყო დამამშვიდებელი პრიზი მიხეილ სააკაშვილისთვის 2009 წელს, 2008 წლის მარცხის შემდეგ და ამით მას გარკვეული დამამშვიდებელი პრიზივით მისცეს, რომ ქართველ ხალხს იმავე მომენტში არ გამოეყვანა დიქტატორი სააკაშვილი საკუთარი კაბინეტიდან.

ეს ის მეთოდია, რომელსაც დღეს ვაკვირდებით უკრაინასთან მიმართებით, როდესაც უკრაინას სთავაზობენ ხან ასოცირებულ წევრობას ევროკავშირის, ხან დაჩქარებულ პროცედურებს, იმის სანაცვლოდ, რომ ეს ყველაფერი მოხდება სამშვიდობო შეთანხმების დადების შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან, რომლის ნაწილიც იქნება ტერიტორიების გასვლა უკრაინის კონტროლიდან. აი, ეს ისტორია აქვს ყოფილ სტრატეგიულ პარტნიორობას, ახლა ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ჭეშმარიტი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებული იქნება ორივე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილმა დასძინა, რომ ნებისმიერ ურთიერთობას საქართველო ამყარებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი