მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების და კეთილდღეობისა უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნებთან
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების და კეთილდღეობისა უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს ქვეყნებთან

იმედი|imedinews.ge

დღევანდელი ფორუმი იმართება რთულ საერთაშორისო გარემოში. გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოცდის წინაშეა. იზრდება გეოპოლიტიკური კონკურენცია, მძაფრდება კონფლიქტები, ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევები კი გავლენას ახდენს როგორც სახელმწიფოებზე, ისე თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით.

,,ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს უნარი, იხელმძღვანელოს საკუთარი ეროვნული ინტერესებით, სწორად შეაფასოს გარემო და მიიღოს პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებები.

საქართველოს არჩევანი სწორედ ასეთ მიდგომას ეფუძნება. საერთაშორისო პოლიტიკაში საქართველო გამოირჩევა მიზანდასახულობით, პრაგმატიზმით და პასუხისმგებლობით. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და განვითარების უზრუნველყოფა. სწორედ ამ პრინციპით ვაფასებთ საერთაშორისო პროცესებს და სწორედ ამ პრინციპით ვაშენებთ პარტნიორულ ურთიერთობებს მსოფლიოს ქვეყნებთან.

ეროვნული ინტერესების ერთგულება და საერთაშორისო ძალთა განაწილების გათვალისწინება სახელმწიფოს მთავარი ორიენტირი უნდა იყოს. გასაოცარია, როდესაც თანამედროვე მსოფლიოში ამ რეალისტური ჭეშმარიტების მასობრივ იგნორირებას ვხედავთ, და ეს ხდება იდეოლოგიური ერთგვაროვნების დამკვიდრებისა და კრიტიკული აზროვნების ჩახშობის მოწოდებების ფონზე.

საკმარისია, გლობალურ იდეოლოგიას მოერგო და მისი უპირობო ჭეშმარიტება აღიარო, რომ წითელ ხალიჩებს გაგიგებენ, ქება-დიდებას არ დაიშურებენ, არჩევნებშიც „დაგეხმარებიან“ და კანონის უზენაესობის თუ ადამიანის უფლებების დარღვევებზეც თვალს დაგიხუჭავენ. სამაგიეროდ, ყველა, ვინც კი ლიბერალური ინტერნაციონალიზმის იდეოლოგიურ მარწუხებს არ ერგება, სტიგმატიზირდება, ბათილდება, და იდევნება ,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

კახა კალაძე ნაურუს გადაწყვეტილებაზე: ეს სწორი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური მუშაობით

იმედი

კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი