მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ
შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ დატოვა მამუკა მდინარაძემ თანამდებობა და ხომ არ იყო ამის მიზეზი ბოლო დროს ციხიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებული წერილები.

„მან [მამუკა მდინარაძემ] თავად ისაუბრა მიზეზებზე, რატომაც მიიღო გადაწყვეტილება. თავად გამორიცხა სხვა ინსინუაციები, რაც შეიძლება მის გადაწყვეტილებას მოჰყოლოდა. მგონი, ძალიან ღია და გულწრფელი ბრიფინგი ჰქონდა, რომელზეც, ვინც იქ იყო, ყველა ჟურნალისტს ჰქონდა შესაძლებლობა, მისგან პირადად მიეღო მისი გადაწყვეტილების ახსნა. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მე სრულად პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას. ადამიანებს აქვთ უფლება, საკუთარი პოლიტიკური თუ სხვა სახის გზა თავად განსაზღვრონ. არასდროს იქნებოდა ადრე, ან გვიან. გადაწყვეტილებები მიიღება მაშინ, როდესაც მიიღება. ამის შესაბამისი დრო და ამინდი არ არსებობს. ადამიანი გადაწყვეტილებას მაშინ იღებს, როდესაც ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება მასში მომწიფებულია და ამიტომ გარედან ამას ვერავინ შეამჩნევს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მამუკა მდინარაძემ, რომელიც ბოლოს ვიცე-პრემიერისა და რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, გასულ კვირას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას და პოლიტიკას ტოვებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • ჩვენთვის და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ სრულად პატივს ვცემ ამას - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • დრონების თავდასხმის შედეგად ტამბოვის ოლქში Wildberries-ის საწყობი სრულად დაიწვაBM.GE
  • მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე: სრული აბსურდიაფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
სრულად →საკუთარი →

მსგავსი სტატიები

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფების რეგიონში მოწვევას აგრძელებს

იმედი

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შეურაცხყოფის მიყენების გამო მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

იმედი

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

რუსთავის საკრებულომ თბილისის მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსის ახალი მარშრუტი დაამტკიცა

იმედი

დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს

დანია უკრაინელ მამაკაცებს ქვეყანაში ბინადრობის უფლებას აღარ მისცემს

იმედი