მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ

იმედი|imedinews.ge

ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ შთაბეჭდილება, თითქოს, კანდიდატი ქვეყნები ერთმანეთის კონკურენტები არიან და არა პარტნიორები. ასეთი ფრაგმენტაცია მხოლოდ გვასუსტებს,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა პირველ (სადამფუძნებლო) კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრების საპარლამენტო დიალოგი უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა.

,,როდესაც პრობლემებს ცალ-ცალკე ვუმკლავდებით, ჩვენი ხმა უფრო სუსტია, ჩვენი გავლენა მცირდება, ხოლო გაფართოების პროცესის გაჭიანურება, პოლიტიზება ან განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება უფრო იოლდება. თვიდან უნდა ავიცილოთ, რომ კანდიდატი ქვეყნების საპარლამენტო ფორმატი ქვეყნების რანჟირების, დამრიგებლობის ან ორმხრივი დავების განხილვის სივრცედ იქცეს. ეს უნდა იყოს პრაქტიკული თანამშრომლობის, ერთობლივი ინიციატივებისა და ევროკავშირისადმი საერთო გზავნილის ჩამოყალიბების პლატფორმა. ერთობლივ დეკლარაციაში, რომლის მიღებასაც დღეს ვაპირებთ, მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთიანობისთვის და არა დაყოფისთვის - საქართველოს პარლამენტი სრულად იზიარებს ამ გზავნილს.

დაბოლოს, ევროკავშირის ამჟამად შესუსტებული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური პოზიციების გაძლიერების საუკეთესო გზა სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ რეგიონებში - ბალკანეთსა და შავი ზღვის რეგიონში - გაფართოებაში მდგომარეობს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირმა გაფართოება უნდა აღიქვას, როგორც განახლებისა და გლობალური ლიდერობის დაბრუნების ისტორიული შესაძლებლობა და არა როგორც ტვირთი ან ქველმოქმედების აქტი, როგორც ამას ზოგიერთი წარმოაჩენენ.

როგორც საქართველოს ეროვნული დევიზი გვასწავლის, „ძალა ერთობაშია.“ ამიტომ, დაე, გამოვიყენოთ ეს შეხვედრა იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავალი ერთად ჩამოვაყალიბოთ,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →შესაძლებლობა →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი