მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში
შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში

იმედი|imedinews.ge

სინამდვილეში, ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს არის სხვა ქვეყნებისთვის საქართველოს ლანგრით შეთავაზება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის ნაწილის ქმედებების შეფასებისას.

„ორჯონიკიძესთვის რომ გეკითხა, საქართველოსთვის კარგს აკეთებდა, უბრალოდ არ არსებობდა იმისთვის საქართველო როგორც სახელმწიფო, საქართველოს ხედავდა როგორც კომუნისტური ინტერნაციონალის ნაწილს, სადაც ხალხები საერთო სიკეთისთვის ერთიანდებიან. ასეა ამ ადამიანებისთვისაც - ბოკერია, წერეთელი, ჯაფარიძისთვის, გუშინ რომ ისხდნენ, მათთვის საქართველო არ არსებობს, არსებობს ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელშიც ხალხები ბედნიერად უნდა იყვნენ. იქ რომელ დროშას ხელში დაიჭერ, რომელ ჰიმნს იმღერებ და რომელ სლოგანს წამოისვრი, ეს აჩვენებს იმას, რომ შენ კუთვნილებას აჩვენებ იმ გათქვეფილ იდენტობაში, როგორიც ჩვენ საბჭოთა კავშირში გვქონდა. სწორედ ეს არის რაზეც ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირს მიაქანებენ საბჭოთა კავშირისკენ. ასე შეიქმნა საბჭოთა კავშირი, როდესაც იდენტობები გათქვიფა საერთო იდეოლოგიაში და დღეს ამას აკეთებს ბრიუსელი ევროკავშირში. ყველაზე დიდი ტყუილი, რასაც ამბობენ, არის ის თითქოს მრავალფეროვნები ერთობაა, სინამდვილეში ეს არის სხვადასხვა ერებისთვის ერთი გენერალური ხაზის იძულება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ საქართველოში ირანის გავლენის ქსელი ვრცელდება.

„გიგა ბოკერიას შეუძლია ნახოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლას ეხება და სად არის ამ მაჩვენებლებით საქართველო, რაიმე საფრთხეს წარმოადგენ თუ არა საქართველო და აძლევს თუ არა რაიმე ნიადაგს იმისთვის, რომ აქ რაიმე სახის რადიკალური მიმართულებები განვითარდეს. [გიორგი] კანდელაკის კვლევა კარგი შეხსენებაა იმისა, რომ ეს ის კანდელაკია, რომელსაც ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საელჩომ მას ფული მისცა ვითომ იმისთვის, რომ ქუთაისის და გორის ტურისტული მარშრუტები უნდა დაეხაზა და ეს ადამიანი აღმოჩნდა ბოლოს ვაშინგტონში, სადაც საქართველოს ცილს სწამებდა. ზუსტად ამაში იხარჯებოდა ის ფული, რომელზეც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ხმარდება. სინამდვილეში ესეც არის დეზინფორმაციის და პროპაგანდის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ჯერ იქმნება ყალბი კვლევები იმისთვის, რომ შემდეგ ეს კვლევები გაშუქდეს მედიაში, რათა მისცენ დეზინფორმაციულ ნარატივს დამაჯერებლობა. აღარავინ აღარ ჩაეძიება რა იყო სინამდვილეში ეს კვლევა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული იარაღის გამოყენებით თავდასხმა საქართველოზე და მის ინტერესებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 154 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

ალექსანდრე დარახველიძე: 2026 წლის 1 ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ

იმედი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

ფიქციური ქორწინება და სტუდენტის ყალბი სტატუსი ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად - მიგრაციის გამკაცრებული პოლიტიკა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი

იმედი

გორდონ კიოლერი: ბევრი მაგალითია, რომ არსებული პოლიტიკური ზეწოლის ფონზე,  სამართლებრივი სასჯელის შიში გაუჩნდათ სრულიად კანონმორჩილ მოქალაქეებს, ეს ადამიანები დაფიქრდნენ, უღირთ მათ თუ არა AfD -ს საჯაროდ მხარდაჭერა

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი