მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც არ წავლენ წინააღმდეგ და ამავე დროს გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნებისა
შალვა პაპუაშვილი გაეროს რეზოლუციაზე: საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც არ წავლენ წინააღმდეგ და ამავე დროს გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნებისა

იმედი|imedinews.ge

საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ ყოველწლიურად გაიზარდოს რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც არ წავლენ წინააღმდეგ და ამავე დროს გაიზარდოს რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნებისა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას მხარი ჩინეთმა და ირანმა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმისთვის, რომ გაიზარდოს მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა.

„ეს რა თქმა უნდა არის პროცესი, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან სკრუპულოზურად მიჰყვება წლიდან წლამდე. იყო წლები, როდესაც სომხეთი არ უჭერდა მხარს, დღეს მხარდამჭერია. ეს პროცესია. ქვეყნები გადაწყვეტილებებს იღებენ ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის საკუთარი შიდა პოლიტიკის გადმოსახედიდან და ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი სომხეთი რატომაც არ უჭერდა მხარს და შემდეგ დაუჭირა. ასე რომ ჩვენ ამ პროცესს მივდევთ. მთავარია, რომ არის მზარდი რაოდენობა ქვეყნებისა, რომლებიც მხარს უჭერენ. და ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ თუკი მხარდამჭერი არ არის, თავშეკავება დააფიქსირონ ქვეყნებმა და არა წინააღმდეგობა რეზოლუციასთან დაკავშირებით. თქვენ ნახეთ, რომ ორმა ქვეყანამ, რომელიც თავს იკავებდა ტრადიციულად, ამ შემთხვევაშიც დააფიქსირეს თავშეკავება, თუმცა იქვე ნაწილობრივ დათანხმდნენ რეზოლუციას საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით. ეს პროცესია, რომელიც მიდის და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს დიდი შედეგები ამ მხრივ, რომ ქვეყნების რაოდენობა იყოს მაღალი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ჯამში 68 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. რეზოლუციას 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. რეზოლუციის მოწინააღმდეგე ქვეყნების რეკორდულად მცირე რაოდენობა, 8 დაფიქსირდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო სერვისების განვითარების საკითხებზე უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი