მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია

იმედი|imedinews.ge

ჩემი აზრით, გაქცეული გახარია მათ გარედან დასცინის, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის ინიციატივას, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს.

მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დაცვაზე საუბრობს ის პარტია, რომლის ლიდერიც სწორედ აქციის მონაწილეების მიმართ ძალაუფლების გადამეტებაში არის მხილებული და ქვეყნიდან გაქცეულია.

„მე მგონი ეს ხალხი, რომელიც დღეს პარტია „საქართველოს“ სახელით პარლამენტშია, უნდა დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ ჩემი აზრით, გაქცეული გახარია უბრალოდ გარედან დასცინის. ისეთ თემებს წამოაწევინებს, რომლითაც საკუთარ თავს აზიანებენ, რომელიც მათ საწინააღმდეგოდ არის. ამასწინ დააინიციირეს დემონსტრაციებთან დაკავშირებით რაღაც საკითხი, რომელიც უპირველეს ყოვლისა ეხება მათ, მათ ხელმძღვანელს, რომელიც გაქცეულია იმ გამოძიებისგან, რომელიც ეხება ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ. მხილებულია გიორგი გახარია, რომ სწორედ ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც მოხდა დემონსტრაციის დაშლისას მისი ხელმძღვანელობით, ამ საკითხზე მიმდინარეობს სასამართლო გამოძიება და გაქცეულია ეს ადამიანი. მაინც და მაინც ამ საკითხებს რატომ აყენებენ ეს ადამიანები არ ვიცი. ითქვა არაერთხელ, რომ მხოლოდ საკუთარ თავს აზიანებენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გახარიას პარტია მშვიდობიანი აქციის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის ინიციატივით შედის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: დაცვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 61 სტატია.

  • გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას შორის აჭარაში სამუშაო შეხვედრა გაიმართარუსთავი 2
  • "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი იქმნებატვ პირველი
  • ანდრია ჯაღმაიძე: მნიშვნელოვანია, სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისაგანფორმულა
  • საბოტაჟის ვერსია გამორიცხული არ არის, თუმცა, სისტემას დაცვის მექანიზმები აკლია - არჩილ მამათელაშვილი დენის გათიშვებზეBM.GE
დაცვის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი