მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს თუ რაიმეს თქმა უნდა, თუ რაიმე ეთქმის ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი
შალვა პაპუაშვილი: გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს თუ რაიმეს თქმა უნდა, თუ რაიმე ეთქმის ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი

შალვა პაპუაშვილი: გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს თუ რაიმეს თქმა უნდა, თუ რაიმე ეთქმის ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი

იმედი|imedinews.ge

გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს თუ რაიმეს თქმა უნდა, თუ რაიმე ეთქმის ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სერბეთში ჟურნალისტებთან.

მას კითხვა „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით დაუსვეს, რომ პორტის განვითარებაში სომხეთი და აზერბაიჯანიც ჩაერთონ, ხოლო სამი ქვეყნის მონაწილეობით ერთობლივი კავკასიური კონსორციუმი შეიქმნას.

„ლელო“ არის თაღლითების მიერ დაფუძნებული პარტია, რომელიც იყო ჩვეულებრივი თაღლითური პროექტი იმისთვის, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან გამოეძალათ მილიარდ ნახევარი. ეს თაღლითობა ჯერ ქართულ სასამართლოებში გამოაშკარავდა და შემდეგ საერთაშორისო არბიტრაჟებში. მათი მოსაზრებები ანაკლიასთან დაკავშირებით არავის აინტერესებს. გასაგებია, რომ ხაზარაძე ავალებს მათ, მაგრამ ცოტა თვითონაც ხომ უნდა დაფიქრდნენ, რომ არ უნდა იყვნენ გამხმოვანებლები ყველაფრის, რასაც ხაზარაძე ეუბნებათ?! გამოვიდეს ხაზარაძე და თავად ილაპარაკოს თუ რაიმეს თქმა უნდა, თუ რაიმე ეთქმის ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს არის ადამიანი, რომელმაც ფაქტობრივად კრახამდე მიიყვანა ანაკლიის პროექტი. სახელმწიფომ მის გამო ოცჯერ შეცვალა ხელშეკრულებები, იმის გამო, რომ შანსი მიეცა და დახმარებოდა იმისთვის, რომ ინვესტიციები მოეზიდა. აღმოჩნდა, რომ საერთო ჯამში, თაღლითობასთან ჰქონდათ საქმე. არანაირი ინვესტორი არ მოუზიდია“ , - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →ანაკლიის →

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი