მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი - არავის ხელწამოსაკრავი არ ვართ ქართველები
შალვა პაპუაშვილი: გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი - არავის ხელწამოსაკრავი არ ვართ ქართველები

შალვა პაპუაშვილი: გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი - არავის ხელწამოსაკრავი არ ვართ ქართველები

იმედი|imedinews.ge

გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდმა უნდა განსაზღვროს, ვინ არის ჩვენი პრეზიდენტი - არავის ხელწამოსაკრავი არ ვართ ქართველები, მით უმეტეს, გერმანიის მთავრობის, თუ ეს არის გზა, რასაც ისინი დაადგნენ, ამას სათანადო პასუხი სჭირდება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან

მისივე თქმით, გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს როგორც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც უნარი, უფლება არ აქვს, თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება.

„ამ იწილო-ბიწილოს თამაშს უნდა შეეშვას ყველა. გასაგებია, რასთან გვაქვს საქმე. გერმანიის მთავრობა არ აღიარებს საქართველოს, ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. ეს არის ფაქტი. არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება, არ აღიარებს ქართველი ხალხის უფლებას დემოკრატიაზე, რომ იყოს განმსაზღვრელი თავად ხელისუფლებისა. ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ გერმანია, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე იყო ერთ-ერთი გვერდში მდგომი საქართველოს დამოუკიდებლობისა, დღეს გამოდის საქართველოს დამოუკიდებლობის ხელმყოფად და მეორე მხრივ ქართველი ხალხის ღირსების შემლახავად. ეს ნიშნავს, რომ გერმანიის მთავრობა ქართველ ხალხს უყურებს როგორც მეორე კატეგორიის ხალხს, რომელსაც უნარი, უფლება არ აქვს, თავად განსაზღვროს, ვინ არის მისი ხელისუფლება. ეს უნდა განსაზღვროს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდმა - ვინ არის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი თუ საგარეო საქმეთა მინისტრი. რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სირცხვილი და ჯერ გერმანიას აქვს შესაძლებლობა, რომ გვაჩვენოს, ის არის დემოკრატიის ერთგული და არის დემოკრატიული ევროპის ერთგული და უბრუნდება თავის ბნელ წარსულს იმით, რომ არ აღირებს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, სხვა ხალების სუვერენიტეტს, სხვა ხალხების ღირსებას, რომ მათ თავად განსაზღვრონ საკუთარი ბედი და ხელისუფლება.

კარგია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ თვე, რუტინულად ნოტა გაეგზავნოს გერმანიის მთავრობას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ არავის ხელწამოსაკრავი ხალხი ქართველები არ ვართ, მით უმეტეს, არც გერმანიის მთავრობის ხელწამოსაკრავი ქართველები არ ვართ. თუკი ეს არის გზა, რომელსაც დაადგა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რა თქმა უნდა ამას სჭირდება სათანადო პასუხი, იმიტომ რომ არ შევეგუოთ ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

BBC: ესპანეთის სეუტის ანკლავში დაახლოებით 49 000 მიგრანტი შეიჭრა

იმედი

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი