მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებაზე: ეს არის თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, ამ თავდასხმას სათანადო პასუხი სჭირდება და ამას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებაზე: ეს არის თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, ამ თავდასხმას სათანადო პასუხი სჭირდება და ამას აკეთებს საგარეო საქმეთა სამინისტრო

იმედი|imedinews.ge

ეს არის თავდასხმა საქართველოს სუვერენიტეტზე, ამ თავდასხმას სათანადო პასუხი სჭირდება და ამას აკეთებს კიდეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მან ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას გერმანიის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შესახებ ინფორმაციის არგანახლება ტექნიკური ხარვეზით არის გამოწვეული და გადაწყვეტილება გონივრულ დროში იქნება მიღებული.

„ბატონი პეტერის აგდებულ საუბარზე რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება. ერთადერთი სიკეთე, რაც მას კიდევ შეუძლია, გააკეთოს საქართველოსთვის, დატოვოს ეს ქვეყანა, მას გასდის ვადა და მგონი, მთელი ქვეყანა დაისვენებს ამ ქედმაღლური ზიზღისგან, რომელიც პირდაპირ ისმის მისი თითოეული კომენტარიდან. მართლაც განცვიფრებული ვარ, როგორ შეიძლება, ელჩს ჰქონდეს ასეთი დამოკიდებულება მასპინძელი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ასე პირდაპირ ზიზღს ავლენდეს იმ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ, როგორც ის იქცევა. ასე რომ, ბატონი პეტერის ფაილი ჩვენთვის დახურულია. ველით მის გამგზავრებას უკან, გერმანიაში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ საიტზე საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად კვლავ ილია დარჩიაშვილია მოხსენიებული. ქართული მხარის არაერთი მიმართვის მიუხედავად, საგარეო უწყება მონაცემებს არ ცვლის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურ სამინისტროს მორიგი ნოტა გაუგზავნა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ