მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს მოსახლეობის მხარდაჭერაში რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს
შალვა პაპუაშვილი: ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს მოსახლეობის მხარდაჭერაში რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს

იმედი|imedinews.ge

ისე წარმოაჩენენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია „ქართულ ოცნებაში“ და ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ის გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის ბრიფინგის შემდეგ რადიკალების სპეკულაციებს და კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ როლზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში აქვს.

„გასაგები იყო ამ ბრიფინგის არსი, რომ ის ცრუ კონსპირაციები, რომლის შექმნასაც ცდილობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, იყოს მხილებული. ისე წარმოაჩენენ, თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით, თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, როგორია პოლიტიკური კონფიგურაცია „ქართულ ოცნებაში“ და ამის გააზრებით დაუჭირა მხარი „ქართულ ოცნებას“. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამაზე მგონი არავინ დავობს. ანუ შესაბამისად, მოცემულობა რა არის - არის მოსახლეობის მანდატი, რომელიც მიცემული აქვს მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ იმ სისტემაში, რომლითაც ჩვენ გამოვედით არჩევნებში, ამ სისტემით იმართება ქვეყანა და ეს არის პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც გვაქვს. ეს მანდატი მილიონ ასოცი ათასმა ამომრჩეველმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც მისცა. ამიტომ ეს ერთი კონსპირაცია დაინგრა, თითქოს ეს არის მანდატის გარეშე. მეორე კონსპირაციაა, თითქოს ეს არის არაფორმალური. ფორმალურია, ვინაიდან გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება გუნდში, რომლის ნაწილიც არის საპარლამენტო უმრავლესობაც და მთავრობა. ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი. მათ შორის პარტიის პოლიტსაბჭოში წარმოდგენილები არიან, როგორც მთავრობის წევრები, ასევე პარლამენტის წევრები, რომელსაც თავმჯდომარეობს ირაკლი კობახიძე, ხოლო საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბიძიან ივანიშვილი და იქ მიიღება გადაწყვეტილება. ფოტოებს რომ ხედავთ, შეიკრიბა პოლიტსაბჭოო, რა გგონიათ ამინდზე ხომ არ ვმსჯელობთ?! ვმსჯელობთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რა როგორ გადაწყდეს და რა როგორ ჯობია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა თუ რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილის და რა ფორმით იღებს მონაწილეობას ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარდაჭერით

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბაზარი ორბელიანზე“ მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართებაBM.GE
  • მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი: გავაგრძელებთ საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერას, რათა ძლიერი რეზოლუციის სისტემა იქონიოს. მსოფლიო ბანკს კვლავაც აქვს პატივი საქართველოს გვერდით იდგეს განვითარების ამ პროცესშირუსთავი 2
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
მხარდაჭერით →

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი