
შალვა პაპუაშვილი: ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის კანცელარიის, რომელიც გაუწევს მას საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას
ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის კანცელარიის, რომელიც გაუწევს მას საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.
„ხვალიდან მამუკა მდინარაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას. ამის შემდეგ რაღას იტყვიან, როდესაც აღმოაჩენენ, რომ კაბინეტიც აქვს, აპარატიც საკმარისი არის კანცელარიის, რომელიც გაუწევს მას საქმიანობისთვის ყველა მომსახურებას და კოორდინაციაც რომ იქნება ისევე ეფექტიანი, როგორც ამას მამუკა მდინარაძე აკეთებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან? ასე რომ, კიდევ ერთი ცრუ განგაში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელიც, საბოლოო ჯამში, მათვე აზიანებს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა მამუკა მდინარაძეს.
„მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაცია იყოს დღევანდელი გამოწვევის პირობებში ეფექტიანი. სხვათა შორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული გამოცდილება. თუ ნახავთ სხვა ქვეყნებს - საფრანგეთს, პოლონეთს და სხვა ქვეყნებს, ყველგან საჭიროება დადგა სპეციალური კოორდინაციისა სამართალდამცავ უწყებებთან, ასევე სპეციალურ სამსახურებთან. ასე რომ, მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, ერთი მხრივ, და იმ გეგმების ფონზე, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა დასახა ჯერ კიდევ 2024 წელს, როდესაც მისი არჩევა მოხდა, რომ მოხდეს კორუფციის მინიმალურ დონემდე დაყვანა, მოხდეს განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, ამ დავალების შესასრულებლად მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება უნდა იყოს მოწადინებული და კოორდინაცია ამ მხრივ არის განმსაზღვრელი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge