მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე: ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა
შალვა პაპუაშვილი კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე: ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა

შალვა პაპუაშვილი კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე: ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა

იმედი|imedinews.ge

ეს აჩენს აღქმას, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. იმ კადრებს, რაც ჩვენ ვიხილეთ, არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან. ის, რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამისთვის ძაღლები უნდა მიექსიათ ადამიანებისთვის და ხელკეტებით შემდგარიყვნენ, ეს რა თქმა უნდა არ არის დამაკმაყოფილებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კოპენჰანგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბრიუსელის დუმილი დანიის პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი მსგავს ქმედებებს ეთანხმება.

„მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს საქმე და დაისაჯოს ყველა, ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული. აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ. 90-იანი წლების ჩათვლით იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა. მოახდინეს მოტყუებით სტერილიზება ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტის, მათ შორის არასრულწლოვანების, 12 წლის გოგონების. დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართულები იყვნენ. დღემდე ისინი საექიმო პრაქტიკას ეწევიან.

ეს პრაქტიკა გათანაბრებულია ბევრის მხრიდან გენოციდთან. როდესაც არის ასეთი შეფასება, რომ ეს იყო გენოციდი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან, ამას დიდი ხანი ფარავდნენ და დღემდე არ იძიებენ და არ სჯიან დამნაშავეებს. ეს არის აღმაშფოთებელი.

ჩვენ მოვისმინეთ ასევე რეაქციები ქართველი რადიკალების მხრიდან ამ თემაზე, რომ კი, რა თქმა უნდა იქ იყო ძალადობა, მაგრამ სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანა. ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაც ოდენობის, მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე.

ასეთი ევროპა ესახებათ მათ წარმოდგენაში, რომ მთავარია იყო ეკონომიკურად კარგად და მერე შეიძლება სცემო მშვიდობიანი მომიტინგეები.

სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა. აქ ერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, რომ მათ ეშინიათ გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე. და მეორე, რომ შეიძლება ეს მათთვისაც მისაღები არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • „საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეBM.GE
  • არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა - კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე"რუსთავი 2
ხდება →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი