მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციური უფსკრულისკენ გაქანებას
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ რომელიმე გაერთიანებაში. ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციური უფსკრულისკენ გაქანებას

იმედი|imedinews.ge

თქვენ დაქვემდებარებული და მეორეხარისხოვანი ერი გინდათ იყოთ რომელიმე გაერთიანებაში?!, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა - შეიძლება თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში წევრობის თაობაზე განაცხადი უკან გამოიწვიოს.

საუბარია გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადების საპასუხო ნაბიჯებზე, რომლითაც მედიის წარმომადგებლები დაინტერესდნენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, რაზეც ახლა ევროკავშირი მსჯელობს, თანასწორობის შესახებ მისივე პრინციპებს ეწინააღმდეგება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ.

„ევროკავშირი, ასეთ გადაწყვეტილებებზე მსჯელობითა და ფიქრით, თავად სცდება ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს, რომელიც გულისხმობს თანასწორობას მისი წევრებისა.

[მარტა კოსის განცხადება] გულისხმობს, რომ არსებობს პირველხარისხოვანი ერები და მეორეხარისხოვანი ერები. რა თქმა უნდა, მეორეხარისხოვან ერად ყოფნას არავინ აპირებს. ამაზე ჩვენ ხელი არ მოგვიწერია და ამას არც კონსტიტუციის 78-ე მუხლი გულისხმობს, რომ ჩვენ, ჩვენი ერი მეორეხარისხოვან ერად ვაქციოთ, რომელიმე გაერთიანებაში.

ახლა მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა საკუთარი ხმა გააერთიანონ და შეეწინააღმდეგონ ევროკავშირის ცივილიზაციური უფსკრულისკენ გაქანებას. ეს პრობლემა მხოლოდ კანდიდატი ქვეყნებისთვის კი არ არის, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ აისახება წევრ ქვეყნებზე საბოლოო ჯამში. წევრ ქვეყნებში მოხდება ეს სეგრეგაცია, სადაც დიდი ერები პატარა ერების, უფრო სწორად პირველხარისხოვანი ერები, მეორეხარისხოვან ერების საკითხს გადაწყვეტენ. ამიტომ დღეს საშველია ევროკავშირი იმისთვის, რომ საბოლოოდ არ გადაეშვას ცივილიზაციურ უფსკრულში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.

მარტა კოსის თქმით, აუცილებელია იმ ვითარებამდე მისვლა, როდესაც მოხდება უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია იმაში დარწმუნება, რომ ახალი წევრი სახელმწიფოები ევროპულ წესებს დაიცავენ გაწევრიანებიდან 5-10 ან 15 წლის შემდეგაც.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →საკუთარი →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი