მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: როდესაც ოთხი წლის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია. ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში
შალვა პაპუაშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: როდესაც ოთხი წლის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია. ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში

იმედი|imedinews.ge

ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას კითხვა დაუსვა მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.

„ვფიქრობ, ეს ის ღია საიდუმლო იყო, რომელსაც ფარდა თავადვე ახადეს. კანდიდატ ქვეყნებს და ამ შემთხვევაში საქართველოსაც უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებსა და ერს, რომელსაც თანასწორად არ განიხილავენ. სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულებაა ერთადერთი რამ, რასაც ვხედავთ. რომ ჩავხედოთ ევროკავშირთან ურთიერთობების ისტორიას, ეს იყო პროცესი, როდესაც ჩვენ ვილტვოდით ინტეგრაციისკენ და სხვადასხვა ფორმატს იგონებდნენ იმისთვის, რომ თან შორიახლოს ვყოლოდით, მაგრამ წევრი არ გავმხდარიყავით. მარტა კოსის განცხადებაც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ჩანს, გვაჩვევენ იმ აზრს, რომ არავითარი წევრობა თანაბარ პირობებზე არ იქნება. არ ვიცი ვის თავში იხარშება ასეთი აზრები, რომ მთლიანად ერების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა ჰქონდეს. არ მეგულება არცერთი ქვეყანა, გარდა მოლდოვისა, რომელიც სხვას გადასცემს ყველა პრივილეგიას, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მასზე. ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი - სასწრაფოდ შეწყვიტონ ამ იდეის განხილვაც კი და ერების დახარისხება პირველ და მეორე კლასის ერებად“ , - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ზიანი უკვე მიმდგარია კანდიდატ ქვეყნებსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე თუნდაც ამ იდეის გაჟღერებით.

„ამით ევროკავშირმა აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება აქვს რეალურად კანდიდატი ქვეყნების მიმართ. 9 კანდიდატი ქვეყანაა თუ არ ვცდები და ამ ქვეყნებს უყურებს როგორც მეორეხარისხოვან ქვეყნებს. ვფიქრობ, დადგა მომენტი, როდესაც კანდიდატმა ქვეყნებმა ხმა უნდა აღიმაღლონ ამ მართლაც აღმაშფოთებელი ინიციატივის წინააღმდეგ, რომელიც 21-ე საუკუნეში ერების სეგრეგაციას გულისხმობს ევროკავშირის შიგნით. როდესაც ოთხი წლის წინ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს ვაკეთებდით, ამაზე ხელი არ მოგვიწერია. ნელ-ნელა გვაგუებენ აზრს, რომ ევროკავშირის წევრად გახდომის შემთხვევაში, ჩვენ ვიქნებით მეორეხარისხოვანი ერი ევროკავშირში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა დაადასტურა, რომ ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ
გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი