მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს

იმედი|imedinews.ge

მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა მას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობასთან დაკავშირებით ჰკითხა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საზოგადოება, ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება დაუბრუნდეს პოლიტიკურ კულტურას და გარედან თავს მოხვეული სიძულვილი შემცირდეს. მიზანი არის ის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, იყოს საღი საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური დისკუსიის მონაწილე. ლანძღვა-გინება, უხამსობა, ვერბალური თავდასხმა და შეურაცხყოფა არის ის, რაც ხელს უშლის საზოგადოებრივ, თუ პოლიტიკურ დისკუსიას და მსჯელობას და არის ბარიერი ამგვარი მსჯელობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გარედან აშენებული ბარიერი მოიცილოს ქართულმა საზოგადოებამ და დაუბრუნდეს იმ დისკუსიის კულტურას, რომელიც ქართულ საზოგადოებას ახასიათებს. ჩვენ ვნახეთ ვინც ეწინააღმდეგება ამ გზას.

პირველები ესენი არიან უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და უცხოური პოლიტიკური აგენტურა საქართველოში, რომელიც დემონსტრაციულად ეწინააღმდეგება იმას, რომ ლანძღვა-გინება და უხამსობა არ იყოს საზოგადოებრივ დისკუსიაში. იმუქრებიან სარჩელებით და ა.შ., რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ ვინ იყო ამ უხამსი, ლანძღვა-გინებაზე დამკვიდრებული პოლიტიკური დისკუსიის საქართველოში შემომტანი. ეს არის მთლიანად გარედან თავსმოხვეული და დაფინანსებული მიდგომები, რომელიც აუცილებელია, რომ მოვიცილოთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი