
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას
იმედი|imedinews.ge
მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც სოციალურ ქსელში ნანი ბრეგვაძის მიმართ კრიტიკას ეხებოდა.
„მე, ზოგადად, ვისურვებდი, რა თქმა უნდა, რომ ჩვენს საზოგადოებაში იყოს უფრო მეტი კეთილგანწყობა ერთმანეთის მიმართ და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ. ვხედავთ, რომ გარედან წაქეზებით მცდელობაა, დაძაბულობა, საზოგადოების გახლეჩა შემოიტანონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ყველაფრის მხარდამჭერი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი საზოგადოების ერთიანობას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge