მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი მოლდოვაზე: ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში
შალვა პაპუაშვილი მოლდოვაზე: ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში

შალვა პაპუაშვილი მოლდოვაზე: ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას და თურმე საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში

იმედი|imedinews.ge

შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროინტეგრაციის გზების შედარება. მათთვის სახელმწიფოს სუვერენიტეტს მნიშვნელობა არ ჰქონია, ქართველს კი ასეთი დამოკიდებულება ვერც კი დაესიზმრება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, დიდი ალბათობით ევროკავშირის გაფართოების ღია განაცხადი ბრიუსელს ნელ-ნელა უკან მიაქვს.

„ჩვენ იმას ვჩიოდით, რომ სამწუხაროდ, ბრიუსელში ზოგიერთი ევროინტეგრაციას უყურებს, როგორც სუვერენიტეტის შეზღუდვას, თურმე საერთოდ სახელმწიფოს გაუქმებაზე მიდგა საქმე მოლდოვის შემთხვევაში. როდესაც საქართველოს მოლდოვას ადარებენ, ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაც თავშივე ხაზს უსვამს, რომ შეუძლებელია საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციის გზის ერთმანეთთან შედარება. მაშინ, როდესაც მოლდოვის ხელისუფლებას არაფრად მიაჩნია საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ფაქტობრივად აღიარებენ, რომ 35 წელია რას აშენებდნენ, რა ქვეყანას აშენებდნენ, რა სახელმწიფოებრიობას ქმნიდნენ, როდესაც ახლა ამბობენ, რომ არანაირი მნიშვნელობა სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას მათთვის არ ჰქონია. ეს მათი ნებაა, მაგრამ ამიტომაცაა, რომ შეუძლებელია ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის გზის შედარება. ჩვენ ათასწლოვანი უწყვეტი სახელმწიფოებრივი ისტორია გვაქვს და ასეთი დამოკიდებულება ქართველს ვერც კი დაესიზმრება, რომ იფიქროს, რომ საკუთარი სახელმწიფო გააუქმოს რაღაც ევროპული იდეის გამო. ეს აჩვენებს იმას, თუ რეალურად რა ხდება ევროკავშირის გაფართოების თემაზე. ეს აჩვენებს, რომ მოლდოვას არ აქვს იმედი. სერიოზული განზრახვები აქვს ევროკავშირს გაფართოებასთან დაკავშირებით. მოლდოვას, რომელსაც ვხედავთ, რომ დემონსტრაციულად აცხადებენ ლამის სანიმუშო მოწაფედ ევროინტეგრაციის პროცესში. ეს საუბარი, რომ საკუთარი სახელმწიფოს გაუქმების და რუმინეთის შემადგენლობაში შეყვანით შევიდნენ ევროკავშირში, ნიშნავს, რომ მოლდოვა ეძებს გვერდით შესასვლელს ევროკავშირში, ვინაიდან როგორც ჩანს, რაც გარეთ არ ითქმის, შიგნით ყველა ხვდება, რომ ევროკავშირის გაფართოების ღია განაცხადი ბრიუსელს ნელ-ნელა უკან მიაქვს", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი