მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მსგავსებაც კი არ არის იმ სასტიკ სისტემასთან, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 პატიმარი ჰყავდა და 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% გამოცხადებული ჰყავდათ კრიმინალად
შალვა პაპუაშვილი: მსგავსებაც კი არ არის იმ სასტიკ სისტემასთან, რაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 პატიმარი ჰყავდა და 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% გამოცხადებული ჰყავდათ კრიმინალად

იმედი|imedinews.ge

ჩვენ კვლავ ვნახეთ ბრიუსელის პროპაგანდისტების კამპანია, რომელიც გაჩაღდა მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, რაც არის უმარტივესი ტყუილი და მანიპულაცია. მსჯავრდებულთა რაოდენობა, რომელშიც შედიან არა მხოლოდ მსჯავრდებულები, არამედ ყველა, ვისზეც სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს, არის 22 000, თუმცა პატიმრების რაოდენობა არის 8700, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ალტ ინფოს“ წევრების განცხადებებზე საუბრისას, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებულ პატიმართა რაოდენობას გადააჭარბა დღეს არსებულმა პატიმრების რაოდენობამ.

მისივე თქმით, მსგავსებაც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

„არანაირი კორელაცია და მსგავსებაც კი არ არის იმასთან, რა სასტიკი სისტემაც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, როდესაც 21 000 მარტო პატიმარი ჰყავდა და საქართველოს 310 000 მოქალაქე გაატარეს პრობაციის მარწუხებში. მოსახლეობის 10% „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოცხადებული ჰყავდა კრიმინალად.

ისინი, ვინც სწორედ ამ კრიმინალური რეჟიმის მეხოტბეები, წარმომადგენლები და გულშემატკივრები არიან, იმის გამო, რომ ცდილობენ თავისი თავის დამკვიდრებას, ასეთ მანიპულაციას ავრცელებენ. კიდევ ერთხელ დააკვირდით, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელებაში კოორდინირებულად ჩართული იყო ბრიუსელის ყველა პროპაგანდისტული მედია, თუ პროპაგანდისტი აქტივისტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნარუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობა →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ