მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა
შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა

შალვა პაპუაშვილი: მთავარი პრობლემა არის ის, რომ ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ვისთანაც სუვერენიტეტის დაცვას ვეძებდით, ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი აღმოჩნდა

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. PACE - ევროსაბჭო ამ შემთხვევაში, რომლის წევრებიც ჩვენ 1999 წელს გავხდით იმ მოწოდებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, გამტკიცებული, დღეს ფაქტობრივად არის ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

მან ევროკავშირის ახალ რეზოლუციაზე ისაუბრა. პაპუაშვილის განცხადებით, ეს ინსტიტუციები ქართველი ხალხის ნებას არ აღიარებენ.

"რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, მგონი ატყობთ, რომ ბოლო პერიოდში უკვე ბევრს ერევა ერთმანეთში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირის პარლამენტი, რადგან თავისი არსით, ეს ერთი და იგივე ინსტიტუციაა ფაქტობრივად იმიტომ, რომ ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფების ხელშია ამ პარლამენტების გადაწყვეტილებები. ეს გახლავთ "ევროპის სახალხო პარტია", რომელიც ძირითად ტონს აძლევს გადაწყვეტილებებს და რომლის წევრის "ნაციონალური მოძრაობაა", ანტიკონსტიტუციური პარტია, რომელიც დღემდე მათი წევრია და მიხეილ სააკაშვილის განმადიდებლები არიან დღემდე. ამიტომ, სახეები, პოლიტიკური ჯგუფები - ეს არის ერთი და იგივე და შესაბამისად, ხედავთ, რომ შინაარსიც არის მსგავსი. ერთი და იგივე განწყობა და მიდგომა, ერთი ტექსტიდან მეორეში მიგრირებს. მიდგომა კი, არსშივე ანტიქართულია. კერძოდ რატომ? იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ ეს ორი ინსტიტუცია, ევროპარლამენტი და PACE არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ უნდა შევხედოთ. PACE - ევროსაბჭო ამ შემთხვევაში, რომლის წევრებიც ჩვენ 1999 წელს გავხდით იმ მოწოდებით, რომ ჩვენი სუვერენიტეტი ყოფილიყო დაცული, გამტკიცებული, დღეს ფაქტობრივად არის ინსტიტუცია, რომელიც საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს არ აღიარებს.

ჩვენი დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე, როდესაც ჩვენ სისხლით და ბრძოლით თავი დავაღწიეთ საბჭოთა კავშირს და სუვერენიტეტისთვის ბრძოლა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო მთავარი ლოზუნგი, აღმოჩნდა, რომ ის, ვისთანაც ჩვენ ვეძებდით სუვერენიტეტის დაცვას, აღმოჩნდა ჩვენი სუვერენიტეტის მთავარი მტერი. მთავარი არსი არის, რომ ეს ინსტიტუციები არ აღიარებენ ქართველი ხალხის ნებას. ქართველმა ხალხმა, 2024 წელს დააფიქსირა თავისი არჩევანი, მაგრამ ამ ინსტიტუციებში ჩაბუდებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა თქვეს - არა. მათ თავის წარმოდგენაში აქვთ შექმნილი წარმოსახვითი ქართველი ხალხი, როლებიც რასა იუკნევიჩიანესა და ამ შემთხვევაში ბულაის წარმოსახვაში არსებობს და ასეთი უნდა იყოს საქართველო და ქართველი ხალხი. მორჩა, იმის იქით არ ხედავენ რეალურად რა არის საქართველოში. მათთვის ქართველი ხალხი არის მიხეილ სააკაშვილი, ელენე ხოშტარია და ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძვიან",- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი