მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს
შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს

შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს

იმედი|imedinews.ge

ჩვენ საქმე გვაქვს იდეოლოგიასთან, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, „ნაცობა“ გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დაცლილია ღირებულებებისგან. ასე რომ, როცა ადამიანი არის „ნაცი“, რა თქმა უნდა, ის შუბლის ძარღვს გაიწყვეტს და ასეთის სახის განცხადებებსაც გააკეთებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ შესახებ ქეთი დევდარიანის განცხადებას ეხებოდა.

კერძოდ, დევდარიანის თქმით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული „იმედის“ კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნება არხის „წაღება“ იყო.

„მთელი საქართველოა მომსწრე იმისა, თუ რა უსამართლობას ჰქონდა ადგილი ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ - დღისით, მზისით როგორ მოხდა დაყაჩაღება, რეკეტი და მთელი ტელევიზია მიისაკუთრა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა ამ ტელევიზიის მთავარ სახეებს შორის იყო, გვარი არ მახსოვს იმ ჟურნალისტის, დღეს რომ პოლონური პროპაგანდის მთავარი რედაქტორია, ქალბატონი ნათია, რომელმაც „მოდელირებული ქრონიკა“ მოაწყო. დღეს ის არის პოლონეთის მთავრობის პროპაგანდისტი. ეს მეტყველებს, ვინ იდგნენ მაშინ ამ ხალხის უკან - იგივე ხალხი, ვინც შემდეგ დაასაქმა ესენი, პრემიებს გადასცემს, პრიზებს გადასცემს. ჟურნალისტიკის პრიზი მისცეს ნიკა გვარამიას - პროკურორს, რომელმაც „იმედის“ წართმევაში მაშინ თავისი როლი შეასრულა და ვინც მიხეილ სააკაშვილის მთავარი რეკეტიორი იყო. რაღაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ასეთი ღირებულებითი დაცემა არის მათი მხრიდან, ვინც საბოლოო ჯამში დაკვეთებს აძლევს ამ ადამიანებს”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი