მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის სესიაზე: ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას
შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის სესიაზე: ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას

შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის სესიაზე: ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას

იმედი|imedinews.ge

როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 67-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

შალვა პაპუაშვილის თქმით, გენერალური დებატების თემა ხელოვნურ ინტელექტსა (AI) და რეგიონულ თანამშრომლობას ეხება.

„ხელოვნური ინტელექტი შავი ზღვის რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რეგიონული დაკავშირებადობის გასაძლიერებლად, ვაჭრობისა და ლოგისტიკის გასაუმჯობესებლად, საზღვრების მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განსავითარებლად, კატასტროფებისთვის მზადყოფნის გასაძლიერებლად და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ამავდროულად, ამ ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება გონივრულ მმართველობას, პასუხისმგებლიან რეგულაციებს და მუდმივ დიალოგს მოითხოვს, რათა ინოვაციები ჩვენს მოქალაქეებს ემსახურებოდეს და ხელი შეუწყოს ინკლუზიურ განვითარებას. როგორც პარლამენტარებს, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების შექმნაში, რომლებიც, ერთი მხრივ, წაახალისებს ინოვაციებს, ხოლო, მეორე მხრივ, ფუნდამენტური უფლებების, გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის დაცვას უზრუნველყოფს. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ იმას, რომ ტექნოლოგიური პროგრესი რეგიონული თანამშრომლობის კატალიზატორად და არა ახალი გამყოფი ხაზების წყაროდ იქცეს. ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დისკუსიების ფარგლებში გაჩნდება ღირებული იდეები და პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ

იმედი

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

ჯუანშერ ბურჭულაძეს, ვასილ მხეიძესა და ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

იმედი

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

ჯიღაურაში ეროვნული გენეტიკური ბანკის შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაიდო

იმედი

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი