მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო
შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში „ალოობა 2026“-ს დაესწრო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, რეგიონული განვითარების მინისტრ კახაბერ გულედანთან, დედოფლისწყაროს მერ ნიკოლოზ ჯანიაშვილთან და პარლამენტის წევრებთან ერთად, კახეთში, ქართული ხორბლისა და პურის კულტურის ტრადიციებისადმი მიძღვნილ ფესტივალში - „ალოობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველზე, ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრო

„შარშან იყო პირველი აღნიშვნა ალოობისა. წელს უკვე ახალი მასშტაბით აღინიშნება ეს ზეიმი, რომელიც ნამდვილად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში რთველთან ერთად, ვინაიდან საქართველო ყურძნისა და ხორბლის სამშობლოა. სულ ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებული უახლესი კვლევებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველო, 8 000-წლიანი ღვინის კულტურისა და ყურძნის მოყვანის კულტურასთან ერთად, ხორბლის კულტივაციის კერაცაა.

ხორბლის უნიკალური ჯიშები გვაქვს. 5 ენდემური და 24 კულტურული ჯიშიდან 17 კულტურული ჯიში არის საქართველოში. ღვინო და ხორბალი, ღვინო და პური არის ათასწლეულების განმავლობაში, ჩვენი კულტურის განმსაზღვრელი ნაწილი. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის კუთხიდან ამ საკითხზე საუბრის გარდა, ამაში დავინახოთ ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ალოობა 2026“-ის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობა. მოეწყო ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და ადგილობრივი ჯიშების საგამოფენო სივრცე, ასევე სამეცნიერო და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო პურის ცხობის ტრადიციული მეთოდები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.

ღონისძიება სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • "ეს არ არის სამართლებრივი პროცესი" - ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობსBM.GE
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
  • პაპუაშვილი ღარიბაშვილზე: სამართლებრივი საკითხების პოლიტიკურ ჭრილში გადატანას შედეგი არ მოაქვსფორმულა
პაპუაშვილი →პარლამენტის →

მსგავსი სტატიები

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 21 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები განხორციელდება

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 21 მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტები განხორციელდება

იმედი

ირაკლი ლექვინაძე ჩინეთში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

ირაკლი ლექვინაძე ჩინეთში ეროვნული სამართლიანი კონკურენციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

იმედი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს სამხედრო შეიარაღების შეძენისას გერმანიის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევს სამხედრო შეიარაღების შეძენისას გერმანიის ინტერესების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს

იმედი

პოლონეთში რობოტებმა ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლის დაწესება მოითხოვეს

პოლონეთში რობოტებმა ხელოვნურ ინტელექტზე კონტროლის დაწესება მოითხოვეს

იმედი