მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი „პროირანულობის“ ბრალდების შესახებ: ჯო უილსონი ამ ჯადოსნურ ფორმულირებას მანტრასავით იმეორებს. ეს ადამიანი არის სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილი, აქვს თავისი შემოსავალი ამ თემაზე, ვაცადოთ, ყოველ ჯერზე აიღოს თავისი შემოსავალი
შალვა პაპუაშვილი „პროირანულობის“ ბრალდების შესახებ: ჯო უილსონი ამ ჯადოსნურ ფორმულირებას მანტრასავით იმეორებს. ეს ადამიანი არის სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილი, აქვს თავისი შემოსავალი ამ თემაზე, ვაცადოთ, ყოველ ჯერზე აიღოს თავისი შემოსავალი

იმედი|imedinews.ge

ბოლოს როდის იგრძენით ირანის გავლენა საქართველოში? ყველამ ხომ ვიცით, რომ ეს არის ერთი ადამიანის, ჯო უილსონის აკვიატება, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას საქართველოს ხელისუფლების „პროირანულობასთან“ დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ფორმულირება კონგრესმენ ჯო უილსონის აკვიატებაა და ამ თემაზე სერიოზული კომენტარები უნდა შეწყდეს.

„ამ ადამიანს აქვს აკვიატება საქართველოსთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ამ ჯადოსნურ ფორმულირებას, „პროირანული“ და რაღაცებს რომ ამბობს ხოლმე, მანტრასავით იმეორებს. თუ ადამიანს აკვიატება აქვს, ჩვენ ამას პოლიტიკურად ვერ ვუპასუხებთ, სხვანაირი პასუხი სჭირდება. ჯო უილსონის აკვიატებაზე სერიოზული კომენტარები მე მგონი, უნდა შევწყვიტოთ იმიტომ, რომ ჩვენ ამას ვერაფერს ვუშველით. ამას ვერც ავხსნით, ვერც რამეს დავუმტკიცებთ, ვერც რამეს ვეტყვით იმიტომ, რომ ვიცი, ეს ადამიანი არის სხვადასხვა ლობისტური ხელშეკრულებების ნაწილი, მათ შორის ანგარიშები გამოქვეყნდა. ასე რომ, ვაცადოთ ადამიანს, აქვს თავისი შემოსავალი ამ თემაზე, გააკეთოს თავისი განცხადება, ყოველ ჯერზე აიღოს თავისი შემოსავალი.

[ირანთან] ურთიერთობას თქვენ თუ ეძახით იმას, რომ როდესაც რეგიონში პოლიტიკური ლიდერი და ვიცით, რომ ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა პრეზიდენტი და ჩავიდა რეგიონიდან ყველა, მათ შორის ევროკავშირიდანაც იყვნენ ჩასულები, მათ შორის ყველა ჩვენი მეზობელი იქ იყო. სამძიმარზე რომ ჩადის ადამიანი, თუ ამას პოლიტიკურ კავშირებს თუ კონსულტაციებს უწოდებთ, არ ვიცი. ეს მხოლოდ ჯო უილსონმა შეიძლება დაინახოს ასე იმიტომ, რომ მისი აკვიატებაა ასეთი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონგრესმენ უილსონს პოლიტიკიდან წასვლა აქვს გაცხადებული და მის ამგვარ განცხადებებს მცირე ხანს კიდევ აიტანენ.

„ყველა ხომ ვხვდებით, რატომ ვატყუებთ ერთმანეთს. ყველამ ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და ვუთხრათ, რომ ეს არის ჯო უილსონის აკვიატება. ვაცადოთ ხოლმე ამ ადამიანს, მას თავის ინტერესი აქვს. კი, ბატონო, თუ მას ეს რაიმენაირად შველის, მის ცხოვრებას რაიმენაირად გააუმჯობესებს ის, რომ საქართველოზე ეს ფრაზები თქვას, მოვუთმინოთ ერთი-ორჯერ ასეთი განცხადება.

გიორგი კანდელაკის ძმაკაცი რომ იქნება ადამიანი და იმის ჭკუაზე ივლის, რა ვქნათ? დავივიწყოთ ეს ყველაფერი. ვაცადოთ ამ ადამიანს, გაცხადებული აქვს, რომ პოლიტიკიდან წასვლას აპირებს - შემდეგ არჩევნებს ელოდება და მიდის პოლიტიკიდან. ვაცადოთ, რომ მშვიდად წავიდეს პოლიტიკიდან, ალბათ, 10 მცდელობა კიდევ დარჩენილი აქვს, რომ დაგვიძახოს „პროირანული“ და „პროჩინური“, არა უშავს, ავიტანთ როგორმე იმის იმედით, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 79 სტატია.

  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ