მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის გადატრიალებას ვერ შეძლებენ, ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - მე მგონი, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს
შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის გადატრიალებას ვერ შეძლებენ, ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“ - მე მგონი, რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს

იმედი|imedinews.ge

მე მგონი რადიკალური ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაასწრებს და თვითლიკვიდაციას გამოაცხადებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ ალიანსში არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„მერე შეეცდებიან აქედან კიდევ გამოძრომას, უცხოელები ტალახს ჩამოაცილებენ, გაათეთრებენ, ხელს ჩამოართმევენ, რომ ქართველებს აჩვენონ, რომ მისაღები ხალხია. ხომ ვხედავთ სინამდვილეში რა ცირკთან, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს მისი ახალი ვარცხნილობით რომ ვაკვირდებით, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც მათი ტრავმების პროეცირებას ახდენენ ჩვენ ქვეყანაზე. მათი ტრავმების მსხვერპლი ვართ ამხელა საზოგადოება, რომ რაღაც ტრავმები ვერ გადაუხარშავთ, არ ვიცი ბავშვობის თუ ზრდასრულობის ასაკის და მათი დაზიანებული ემოციური ყოფა უნდა ავიტანოთ და რატომ, იმიტომ, რომ თათი აქვთ დადებული ბრიუსელიდან, რომ აბა თითი არ დააკაროთ ამათ, ესენი ჩვენი ემისრები არიანო“, - აღნიშნა მან.

პაპუაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას - რას ვერ იყოფენ ეს ადამიანები და რა შემთხვევაში უწერია რევოლუციაზე ოპოზიციის ოცნებას ახდენა, რა ფაქტორები უნდა დალაგდეს?

„დათა თუთაშხიაშია“ მომენტი, ვირთხების მჭამელ ვირთხაზე და სინამდვილეში ეს არის პროცესი, როდესაც ვირთხები ერთმანეთს უნდა დაერიონ, რომ გამოჩნდეს ვინ არის უფრო ძლიერი მათ შორის, რომელსაც შემდეგ მისი პატრონი გამოიყენებს იმისთვის, რომ ინადიროს. არანაირი ფაქტორი არ დალაგებდა, ამ ცის კაბადონზე ვარსკვლავები არასდროს არ იქნება ისე, რომ მათ შეძლონ ამ ქვეყნის გადატრიალება და ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნებაა“. ეს აბრაზებთ, 14 წელია ეჯაჯგურებიან ამ ქვეყანას, რომ რამენაირად ამოატრიალონ ხელისუფლება და დააბრუნონ ისევ ის მარიონეტები და ვერაფერი მოუხერხეს. ჩვენმა ქვეყანამ დანის პირზე ბევრჯერ გაიარა, მათ შორის გაიარა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც ყოველგვარი ლოგიკის საწინააღმდეგოდ, 2012 წელს, როდესაც მთელი დასავლური ისტებლიშმენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ტაშს ურეკავდა, როდესაც ციხეში ხალხს აწამებდნენ და ხოცავდნენ, ეს ადამიანი ცხვირწინ ააცალა და დაამარცხა. ასე რომ მნიშვნელოვანია ის, რომ ამის გარანტორი ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ზურგს უმაგრებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

ტრამპი ხელოვნური ინტელექტის განვითარების შენელების გეგმას ეწინააღმდეგება

იმედი

აკაკი ალადაშვილი: ამჯერად, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს ეუბნება, რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. აღარც „ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება შანსი, რომ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, მართოს სახელმწიფო და დამართოს ქართველ ხალხს ის, რაც დამართეს 2012 წლამდე

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

თენგიზ შარმანაშვილი საფრანგეთსა და გერმანიაზე: ეკონომიკის მიმართულებით მრეწველობამ იკლო ამ ქვეყნებში. იაფი საწვავი, იაფი გაზი ევროპაში აღარ შედის და არარენტაბელური გახდა იქ წარმოების განვითარება

იმედი

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

ალის ვაიდელი: ჩვენ შევაჩერებთ უკრაინის ფინანსურ დახმარებას და ომის ყოველგვარ მხარდაჭერას. უკრაინელები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ვალდებულები არიან სამშობლოში დაბრუნდნენ

იმედი