მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები
შალვა პაპუაშვილი: რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები

იმედი|imedinews.ge

სამწუხაროდ უუნარონი არიან ერთი მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო და მსგავსი ორგანიზაციები, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც გვქონდა ხოლმე. ვნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში, სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილია, ეს ორგანიზაციები უუნაროა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მისვე თქმით, არიან უცხო ქვეყნები, რომლის იმედიც ჰქონდათ, მაგრამ მათ ან არ შეუძლიათ, ან უკრაინის მაგალითის მიხედვით ზოგიერთს არც უნდა, რომ ესა თუ ის კონფლიქტი გადაწყდეს.

„რაც შეეხება ცხინვალს, სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადია და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველომ გონივრული და მშვიდობიანი პოლიტიკით შეძლოს ამ გამოწვევის გადაჭრა.

არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა, ეს არის ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება სწორედ ამას ემსახურება. რომ დავყოლოდით ევროკავშირის მოთხოვნებს, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა რუსეთის სახელმწიფო დუმაში და არა ამგვარი შეთანხმებების. ცოტა უფრო მძიმედ და წინ წასული იქნებოდა პროცესები, ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ უკრაინის მაგალითზე კარგად ჩანს რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს რისკები.

„იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მოშლილი, როდესაც არა თუ რეზოლუციები, ომის და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რთულია და შეზღუდულია ის რესურსები, რომ ზემოქმედება ჰქონდეს საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებებზე.

ჩვენთვის მთავარია, ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ არ დაზიანდეს გრძელვადიანად ის ინტერესი, რაც გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას. ჩვენი რეაგირება გახლავთ ჩვენი განცხადება და ის, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი დარღვევა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

რუსეთის სათათბირომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის გაღრმავების თაობაზე ხელმოწერილი დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ