მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას
შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას

შალვა პაპუაშვილი: საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში გააკრიტიკა ევროკავშირის ახალი იდეა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მომავალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდოთ.

როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველო არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას. მისივე თქმით, საქართველოს მეორეხარისხოვან წევრად ყოფნაზე განაცხადი არ გაუკეთებია.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს იყო გარკვეული ტაქტიკა ბრიუსელის მხრიდან.

„საქართველო ნამდვილად არ აპირებს საბჭოთა კავშირზე უარეს პირობებზე სადმე შესვლას. საბჭოთა კავშირში არ იყო საქართველო ამ პირობით, რომ მას ჰქონოდა რომელიმე სხვა რესპუბლიკაზე ნაკლები უფლება. ყველას ჰქონდა თანაბარი უფლებები, თუკი შეიძლება აქ უფლებებზე ვილაპარაკოთ. დღეს კი საუბრობენ იმაზე, რომ მიიღონ ქვეყანა თავის წევრად, ჯერ ყველა ფილტრი და ათასი წრე გაგატარონ, ყველა წევრმა სახელმწიფომ თანხმობა თქვას, რომ შენ იმსახურებ ყველანაირად იყო ამ კავშირის წევრი და ამ დამსახურებული წევრობის შემდეგ, გითხრან, შენ ხარ ახლა მეორეხარისხოვანი წევრი. ჩვენ ვართ უფროსები აქ, დიდი ძმები, შენ ხარ პატარა ძმა და ჩვენ რასაც გადავწყვეტთ, ისე უნდა იყოს.

გეუბნებიან, რომ შენი ხმა არ იქნება გათვალისწინებული საგარეო პოლიტიკაში. ანუ, ახალი წევრების გარეშე უნდა გადაწყვიტონ, ვისთან ომს დაიწყებენ, ვისთან სანქციას დააწესებენ. ასევე, უნდა გადაწყვიტონ ევროკავშირის ხელშეკრულებების საკითხი. ისე შეცვლიან ყველაფერს, რომ არაფერს გვკითხავენ. ბიუჯეტისა და ფინანსების საკითხი, უფლებების საკითხი, გამოიგონებენ, დაამატებენ ახალ უფლებებს ისე, რომ არც კი გვკითხავენ ჩვენ. ასეთ წევრობაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, განაცხადი არ გაგვიკეთებია და ეს არის პრობლემა.

ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს შემთხვევით ბრიუსელის ტაქტიკა გაფართოების პოლიტიკიდან გასვლაზე?! - ცდილობენ შემოიღონ რაღაც წესები. შუა თამაშში არათუ თამაშის წესებს ცვლიან, არამედ თამაშს ცვლიან, სხვა თამაშს გვათამაშებენ. ჩვენ ვიქნებით არა გუნდის თანაბარი წევრი, არამედ რაღაც 2-დონიანი გუნდი იქნება, სადაც იქნებიან უფროსი და უმცროსი წევრები. ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს გაფართოების პოლიტიკიდან გასვლის სტრატეგია, გამოგონება ახალი წესებისა, იმისთვის, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის აღარ იყოს მომხიბვლელი ასეთ კავშირში წევრობა," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: როგორი აღქმების თეორიაც არ უნდა შექმნან, ქართველები აქ ცხოვრობენ, ყველაფერს კარგად აღიქვამენ და იმასაც მშვენივრად ხვდებიან, რომ საქართველოში მინიმუმ იმაზე უარესი მდგომარეობა არ არის დემოკრატიის კუთხით, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვაში

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

მერცი: პუტინმა უნდა გადაწყვიტოს, მზად არის თუ არა ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის

იმედი

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის

ლევან მაჭავარიანი ვიზალიბერალიზაციაზე: ეს არის მათი შანტაჟის მექანიზმის მჭიდში უკანასკნელი ტყვია, ეს თუ გაისროლეს მეტი აღარაფერი რჩებათ შანტაჟისთვის

იმედი

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს რაში სჭირდებათ „ქართული ოცნება“, როცა იციან, რომ ჩვენ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებს გავატარებთ, პირველ რიგში ჩვენი ხალხის ინტერესებს გავატარებთ და შემდეგ ვიფიქრებთ პარტნიორების ინტერესების დაკმაყოფილებაზე, ამიტომ მათ აქ აგენტურა სჭირდებათ