მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს
შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს

შალვა პაპუაშვილი: საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს

იმედი|imedinews.ge

ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს,- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან.

მისი თქმით, ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითია, რომ თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა.

„ალბათ, შეუძლებელი იქნებოდა ტერორისტული აქტის არსის იმაზე ზუსტად წარმოჩენა, ვიდრე ეს რადიკალური ოპოზიციის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა თავად შეძლეს.

გუშინდელი დღიდან ვკითხულობთ და ვისმენთ ელისაშვილის ქმედების პოლიტიკური მოტივების შესახებ შეფასებებს, რომლებიც, სინამდვილეში, პირდაპირ ასაბუთებს, რატომ გვაქვს საქმე სწორედ ტერორიზმთან.

როდესაც ვლაპარაკობთ ტერორიზმზე, უნდა გვესმოდეს, რომ ტერორისტები უმოტივაციო მანიაკები არ არიან. თითოეული მათგანი ცდილობს, საკუთარ დანაშაულს „კეთილშობილური“ გამართლება მოუძებნოს. ეს ხან თავისუფლებისთვის ბრძოლაა, ხან - სამართლიანობისთვის, ხან რა და ხან რა.

ამიტომაც იყო ელისაშვილის საბოლოო სიტყვა ტერორისტული აზროვნების ტიპიური მაგალითი, თითქოს ის უსამართლობას, ჩაგვრას და დამპყრობელს ებრძოდა. თუმცა დანაშაულს მისი ჩამდენის მიერ გაცხადებული მიზანი ვერ გაამართლებს. პირიქით, ძალადობრივი ქმედების პოლიტიკური თუ იდეოლოგიური მოტივით გამართლება ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია.

განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში კიდევ ერთი გარემოება გახდა ნათელი - საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერორისტულ აქტთან არ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ ტერორისტული აზროვნების მქონე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც სიტყვით ვითომ საბჭოთა წარსულს ებრძვიან, საქმით კი ბოლშევიკური ტერორის მთავარი მორალური ფორმულის - „მიზანი ამართლებს საშუალებას“ - ერთგულ მიმდევრებად ჩამოყალიბდნენ.

ამ წერტილამდე ისინი ლოგიკურად და თანმიმდევრულად მივიდნენ. ფაქტობრივად, სულ რამდენიმე წელიწადში, ჩვენს თვალწინ მოხდა ბოროტების ევოლუცია:

▪️ჯერ გაამართლეს სიტყვიერი ძალადობა და ადამიანის ღირსების ხელყოფა,

▪️შემდეგ გაამართლეს ფიზიკური ძალადობა და ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა,

▪️მერე გაამართლეს პარლამენტის გადაწვა და პრეზიდენტის სასახლის შტურმი, ანუ სახელმწიფოს და მისი კონსტიტუციური ინსტიტუტების ხელყოფა,

▪️ახლა კი უკვე ტერორიზმს, კაცობრიობის ამ ცალსახა ბოროტებას, უძებნიან პოლიტიკურ და მორალურ გამართლებას.

როდესაც ადამიანი ძალადობის თითოეულ მომდევნო საფეხურს ამართლებს, მორალურად დასაშვებობის ზღვარი სულ უფრო მკრთალდება. ამიტომ საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა დაინახოს, რომ ვინც დღეს ტერორისტული აქტის მცდელობას „სამართლიანი მიზნებით“ ამართლებს, ხვალ, იმავე ფორმულით, ადამიანის შემდგარ მკვლელობასაც გაამართლებს. მით უმეტეს, რომ ამავე პოლიტიკური წრის წარმომადგენლებისგან ოპონენტების გარდაცვალების გამო საჯარო სიხარულიც არაერთხელ გვინახავს.

ასე რომ, ზოგი ნებით და ზოგი უნებლიეთ, ზოგი ცნობიერად და ზოგიც გაუცნობიერებლად, მთელი ეს კოჰორტა ჩამოყალიბდა ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედ მტრულ მეხუთე კოლონად, რომელსაც რადიკალიზმისთვის, ექსტრემიზმისთვის და ახლა უკვე ტერორიზმისთვისაც გარედან ანთებული მწვანე შუქი ეგულება,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მცდელობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • ღარიბაშვილის მხრიდან ეპისტოლარული მასკარადის დადგმის მცდელობა საკუთარი თავის დაცვის მცდელობა იყო - გორდულაძეტვ პირველი
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და თაღლითობის მცდელობა - სასამართლო სუს-ის მიერ დაკავებული 6 პირის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობსრუსთავი 2
  • დიდი ოდენობით თაღლითობა და ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა – 5 პირს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს 5 და თურქეთის 1 მოქალაქე დააკავესფორმულა
მცდელობა →

მსგავსი სტატიები

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით.  თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!

ლევან მაჭავარიანი: აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე, ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, თქვენ ემსახურებით უცხოელ პატრონებს საზღვრებს გარეთ და რამდენიმე ელჩს ქვეყნის შიგნით. თქვენ დამსახურებულად გქვიათ უსამშობლოები!

იმედი

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან

ფერმერები წელსაც სიმინდის მაღალი ხარისხის მოსავალს ელოდებიან

იმედი

მსოფლიო ოკეანის ზედაპირის დღე-ღამის საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა

მსოფლიო ოკეანის ზედაპირის დღე-ღამის საშუალო ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა

იმედი