მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა
შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა

შალვა პაპუაშვილი: სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა

იმედი|imedinews.ge

სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისას.

მისივე თქმით, თავად საქმის დეტალებზე ინფორმაცია არ აქვს.

„რაც შეეხება კადრებს, საჭირო გახდა მისი ნაწილის გასაჯაროება, რადგან კიდევ ერთხელ ვნახეთ, რაღაც ყალბი ისტორიის მოყოლის თუ ნარატივის დალაგების მცდელობა. ასე, რომ ესეც საჭირო გახდა, სახელმწიფოს შესაბამისად ეჩვენებინა.

საერთო ჯამში, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამ შემთხვევაში მისი კონტრდაზვერვითი მიმართულება არის მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ სამართალდამცველი ორგანოების კოორდინირების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ საქმე ეხება რამდენიმე ევროპულ ქვეყანას, რომელიც პარტნიორ, მეგობარ ქვეყანაში დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს, რაც გახლავთ სირცხვილი.

სირცხვილია, როდესაც მეგობარსა და პარტნიორს უწოდებ ქვეყანას და იქ აწარმოებ დაზვერვას. ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო გუშინ მამუკა მდინარაძის განცხადება და მოწოდება ამ ევროპული ქვეყნების მიმართ, რომ შეწყვიტონ ასეთი საქმიანობა, ვინაიდან შესაბამისი, ყველანაირი, როგორც ტექნიკური, ისევე ადამიანური რესურსი აქვს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ სათანადო რეაგირება ჰქონდეს და გამოავლინოს ყველა ასეთი ფაქტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის საქმესთან დაკავშირებით ფარული ვიდეოჩანაწერის ნაწილი გაასაჯაროვა. სუს-ის ინფორმაციით, ფარულ ვიდეოჩანაწერში ჩანს უძილაურის მიერ ინსტრუქტაჟის მიღების, თანხის გადაცემისა და შესაბამისი ხელმოწერის გაკეთების ფაქტი.

ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან განცხადება გააკეთა. მან გააფრთხილა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომ „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შესწევთ ძალა, გამოავლინონ შესაბამისი სხვა ქვეყნის დაზვერვითი სამსახურები ჩვენს ქვეყანაში“. მდინარაძემ სთხოვა მათ, რასაც „ჩვენი ქვეყანა მათ ქვეყნებში არ აკეთებს, იმას ნუ გააკეთებენ ჩვენს ქვეყანაში“. ვიცე-პრემიერის განცხადებით, კონტრდაზვერვითი სამუშაოები დღეს მიმდინარეობს გაათმაგებულ რეჟიმში და ინტენსივობით.

სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 77 სტატია.

  • "რაც უფრო გაიზრდება ეკონომიკური კეთილდღეობა, დემოგრაფიული გამოწვევებიც გაიზრდება" - შალვა პაპუაშვილიBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "მინდა ვუთხრა პაპუაშვილს..." - ღარიბაშვილი წერს, რომ მას "ოცნება" დაუნდობლად ებრძვისტვ პირველი
  • შალვა პაპუაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენრუსთავი 2
პაპუაშვილი →მდინარაძის →

მსგავსი სტატიები

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ირანული ნავთობის კონტროლი მოუნდება, „როგორც ვენესუელაში“

იმედი

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი