მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შანხაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ITB China 2026-ზე“ საქართველოს ეროვნული პავილიონის გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო
შანხაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ITB China 2026-ზე“ საქართველოს ეროვნული პავილიონის გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო

შანხაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ITB China 2026-ზე“ საქართველოს ეროვნული პავილიონის გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო

იმედი|imedinews.ge

შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „ITB China 2026-ზე“ საქართველოს ეროვნული პავილიონის გახსნას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა დაესწრო, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წელს საქართველო გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

„საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.

ეროვნულ პავილიონში იმართება ტურისტული კომპანიების საქმიანი შეხვედრები, კულტურული ღონისძიებები, ქართული ღვინისა და კულინარიის პრეზენტაცია.

საქართველოს სტენდზე წარმოდგენილია ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული არქეოლოგიური ექსპონატებისა და ქრისტიანული ხელოვნების უნიკალური ნიმუშების ასლები, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან შუა საუკუნეებამდე ქართული ცივილიზაციის განვითარებას, ქართული ოქრომჭედლობისა და ღვინის მრავალსაუკუნოვან კულტურას ასახავს.

ასევე, საქართველოს პავილიონში მოეწყო ტრადიციული რეწვის გამოფენა; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარდა თიხისა და ტექსტილის ნამუშევრების ქართული ანბანითა და ორნამენტებით მოხატვის მასტერკლასები.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული ფოლკლორისა და ცეკვის პროგრამით წარმოდგენილია ანსამბლი „რუსთავი“.

საქართველოს ეროვნულ პავილიონში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.

„ITB China 2026-ში“ მონაწილეობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთსა და აზიის რეგიონში საქართველოს ცნობადობის ზრდას, ტურისტული ნაკადების მოზიდვასა და ქართული კულტურის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ