მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს
შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს

შათირიშვილი: ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს

იმედი|imedinews.ge

„დიფ სთეითის“ გეგმებსა და მიზნებთან დაკავშირებით მსჯელობისას, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რამხელა საფრთხეზეა საუბარი. მათი ინტერესი უკვე აშკარად გამოკვეთილია და ეს ევროპის მაგალითზე ყველაზე უკეთ ჩანს,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის, მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომლითაც ის ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებს.

შათირიშვილის განცხადებით, ნათელია თუ რატომ არის „დიფ სთეითისთვის“ და მისგან მართული ევრობიუროკარტიისთვის მიუღებელი ქართული თავისუფალი მედია, რამდენადაც დღეს ევროპაში, რომელიც მუდამ თავისუფალი სიტყვისა და მედიის დამცველი იყო, დღეს იქ თავისუფალი მედია აღარ არსებობს.

„ჩვენ ვხედავთ ხელოვნურ მიგრაციას, რომელიც უმძიმეს ტვირთად აწევს ევროპის მოსახლეობას; ასევე, ხელოვნურად თავსმოხვეულ ფსევდო-იდეოლოგიას, რომელიც, პირველ რიგში, იდენტობისა და ეროვნული იდეოლოგიის განადგურებაზე მუშაობს. „დიფ სთეითის“ გეგმის თანახმად, არათუ ტრადიციული ფორმით - ერების არსებობაა დაუშვებელი, ადამიანმა არათუ საკუთარი ისტორია და იდენტობა, არამედ ისიც კი არ უნდა იცოდეს, ქალია, თუ კაცი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი ლგბტ პროპაგანდაა, რომლის თანახმადაც ნორმალურია, თუკი კაცს უნდა, რომ ქალი გახდეს, ან პირიქით. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს ქვეყნების სახელმწიფოებრიობის საბოლოოდ მოშლა უნდა მოჰყვეს; ადამიანს აღარ უნდა ჰქონდეს არც სახელმწიფო, არც ეროვნება, ისიც კი არ უნდა იცოდეს ქალია, თუ კაცი, რათა საზოგადოებებისგან მიიღონ მასა, რომელიც „დიფ სთეითს“, უდიდესი კაპიტალის მქონე პატარა ჯგუფის მორჩილ სამუშაო ძალად ჩამოყალიბდება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რატომ არის „დიფ სთეითისა“ და მისგან მართული ევრობიუროკრატიისთვის თავისუფალი მედია კატეგორიულად მიუღებელი, იმდენად, რომ თავისუფალი ქართული მედიის იშვიათი ვიზიტებიც კი აკრძალეს. აშკარაა, რომ ევროპაში, რომელიც წლების განმავლობაში თავისუფალი მედიის და სიტყვის მთავარი დამცველი და გარანტი იყო, დღეს თავისუფალი მედია აღარ არსებობს!“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • "ალტერნატიული აზრისთვის ევროპული მედია ჩაკეტილია, უმძიმესი მდგომარეობაა, აბსოლუტურად დახშულია ყოველგვარი სივრცე დისკუსიებისთვის" - კობახიძეBM.GE
მედია →ხდება →

მსგავსი სტატიები

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი