მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „შემიძლია იმ ხაფანგების ამოცნობა, რომლებსაც რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებების დროს აგებს“ - კაია კალასი აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს
„შემიძლია იმ ხაფანგების ამოცნობა, რომლებსაც რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებების დროს აგებს“ - კაია კალასი აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს

„შემიძლია იმ ხაფანგების ამოცნობა, რომლებსაც რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებების დროს აგებს“ - კაია კალასი აცხადებს, რომ შეუძლია რუსეთთან ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთთან მომავალი დიალოგის შემთხვევაში, მას შეუძლია ევროკავშირის მომლაპარაკებლის როლი შეასრულოს.

კითხვაზე იმის შესახებ, იქნებოდა თუ არა მზად გამხდარიყო ევროკავშირის მთავარი მომლაპარაკებელი, კალასმა თავის იურიდიულ განათლებაზე მიუთითა.

მან განაცხადა, რომ შეუძლია იმ ხაფანგების ამოცნობა, რომლებსაც რუსეთი, როგორც წესი, მოლაპარაკებების დროს აგებს.

ევროკავშირის დიპლომატმა აღნიშნა, რომ მან თავისი პროფესიული კარიერის ნახევარი იურისტად და საადვოკატო ფირმის პარტნიორად იმუშავა და მრავალ მოლაპარაკებაში მიიღო მონაწილეობა.

ამავდროულად, კალასმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ სჭირდება რუსეთის მიმართ საერთო მოთხოვნებზე შეთანხმება ნებისმიერი მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, რადგან მოსკოვი ამჟამად ნამდვილი დიალოგისთვის მზადყოფნის არანაირ ნიშანს არ ავლენს.

მისი ხედვით, ევროკავშირი ჯერ არ არის იმ პოზიციაში, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩაერთოს. მან დასძინა, რომ წევრ ქვეყნებს შორის გრძელდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული პირობები უნდა წარედგინოს რუსეთს.

კალასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან კეთილსინდისიერად მოლაპარაკებებში ჩართვის სურვილს და აღნიშნა, რომ წევრი ქვეყნები ჯერ კიდევ მსჯელობენ იმაზე, თუ რას ითხოვენ ზუსტად მოსკოვისგან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანესBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ