მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი|imedinews.ge

შვეიცარიაში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა, თუმცა მისი დეტალები უცნობია. წყაროებზე დაყრდნობით მედიაში გავრცელებული ცნობით, შეხვედრის პირველ დღეს მხარეებს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

80-წუთიანი სესია 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს დაეთმო. განსაკუთრებული აქცენტი ლიბანში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.

„ჰორმუზის სრუტის გახსნა და ირანის ბირთვული პროგრამის დასრულება - ეს უკვე მიღწეულია. ახლა საკითხავია, კიდევ რამდენის მიღწევა შეგვიძლია ერთად. კატარელები, პაკისტანელები, ჩვენი მეგობრები ისრაელში - ყველანი რეგიონული მშვიდობის მისაღწევად ვმუშაობთ. ცხადია, ზოგჯერ უთანხმოებაც იქნება იმაზე, თუ როგორ მივიდეთ მიზნამდე. მაგრამ რეალურად, ლიბანში არსებული ვითარების მიმართ ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ჯერ კიდევ დარჩა გარკვეული სამუშაო, თუმცა ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ. დღევანდელი დღის რეალური მიზანი ტექნიკური მოლაპარაკებების დაწყებაა, რომელიც ყველა უთანხმოებას ვერ გადაჭრის, მაგრამ საშუალებას მოგვცემს, ერთად დავსხდეთ და გავარკვიოთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რათა გადავჭრათ პრობლემები და მივაღწიოთ უკეთეს ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსიმ.

„ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ურთიერთგაგების მემორანდუმის მე-13 მუხლის შესრულებაა, რომელიც ხუთი პუნქტისგან შედგება: ომის ყველა ფრონტზე დასრულება, ბლოკადის მოხსნა, სრუტის ხელახლა გახსნა, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სანქციების დროებითი გაუქმება და ირანის გაყინული აქტივების გათავისუფლება. დისკუსიის უმთავრესი საკითხი მემორანდუმის პირველი პუნქტია, განსაკუთრებით კი ლიბანის საკითხი. თუ იქ საომარი მოქმედებები არ შეწყდება, ვერც მომდევნო საკითხებს განვიხილავთ“, - აღნიშნა ირანის მოლაპარაკებათა დელეგაციის ეკონომიკური კომიტეტის წევრმა ჰოსეინ ღორბანზადეჰმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი