მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა

იმედი|imedinews.ge

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. დღეს სასამართლომ მოქალაქე მამია კვირკველიას საქმე განიხილა. მან შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა სახელმწიფო მინისტრის მიმართ. პროცესზე კვირკველია არ გამოცხადდა, თუმცა კომენტარის ავთენტიკურობა დაადასტურა და შეურაცხყოფას გამოხატვის თავისუფლებით ამართლებს.

საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.

„თუკი ადგილი აქვს აზრის გამოხატვას და ეს აზრის გამოხატვა ჯდება იმ დასაშვებ ფორმებში, რომ არ გადადის ზღვარგადასულ ლანძღვა-გინებაში, კონკრეტულ ადამიანებზე შეურაცხმყოფელ გადაკიდებაში, ბუნებრივია, ეს არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით.

დაჯარიმდნენ ადამიანები, რომლებმაც მაგალითად კონკრეტული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ გამოიჩინეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება. გამოხატვის თავისუფლებით დაცული არის კონკრეტული პირების უფლება, რომ მათ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს გამოხატვა არ უნდა იჭრებოდეს სხვის ღირსებაში და არ უნდა ლახავდეს სხვა ადამიანის ღირსებას. როგორც კი სხვა ადამიანის ღირსებას ლახავს და ეს არის ლანძღვა-გინება, ეს ყველაფერი არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ბუნებრივია ჩვენი ვალდებულებაა, მოვახდინოთ რეაგირება.

ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები. თუკი ადგილი ექნება კონკრეტულ რეაგირებას კონკრეტულ ქმედებებზე, ეს, რა თქმა უნდა, პრევენციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • AfD-ის ისტორიული გამარჯვება საქსონია-ანჰალტის ტერიტორიაზე და ე.წ. გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახების ბრძოლა - ზაზა შათირიშვილი მორიგ წერილს აქვეყნებსრუსთავი 2
  • კორუფციასთან ბრძოლა თუ შიდა პარტიული ანგარიშსწორება? - რატომ ხვდებიან „ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები ციხეშიტვ პირველი
  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი