მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ისრაელის ელჩს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„ამა წლის 11 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთის და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და ამავე სამსახურის წარმომადგენლები. შეხვედრა გულთბილ და მეგობრულ ვითარებაში წარიმართა.

სტუმართან საუბრისას მისმა უწმინდესობამ ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხების განსაკუთრებული ურთიერთპატივისცემისა და მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის შესახებ, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და სიყვარულის მაგალითს წარმოადგენს. კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა რწმენისა და სულიერი ფასეულობების მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ისტორიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი თქმით, მიუხედავად მცირე ტერიტორიისა და მრავალი ისტორიული განსაცდელისა, სწორედ რწმენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის ერთგულებამ გადაარჩინა ქართველი და ებრაელი ხალხები.

ელჩმა კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიულოცა, მადლობა გადაუხადა მიღებისთვის და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობასა და პირადად მისი უწმინდესობის გაცნობას. მან ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად რელიგიური განსხვავებისა, ქრისტიანობას დიდ პატივის სცემს, რადგან ქართველ და ებრაელ ერებს მრავალი საერთო ღირებულება აერთიანებთ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგრეთვე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს. ელჩმა აღნიშნა, რომ მისასალმებელი იქნება, სამომავლოდ ერთობლივი კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებების განხორციელება.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და ისრაელი დგანან. აღინიშნა, რომ რელიგიური და ზნეობრივი ფასეულობები დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორივე ერის სულიერი სიმტკიცისა და განვითარების საქმეში.

კათოლიკოს-პატრიარქმა ხაზი გაუსვა ისრაელის ხელისუფლების კეთილგანწყობასა და მზრუნველობას ისრაელში მცხოვრები ქართველებისადმი. მისმა უწმინდესობამ სთხოვა ელჩს, მადლობა გადაეცა იერუსალიმის პატრიარქ თეოფილესთვის ნეტარხსენებული კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნობისათვის. მან ასევე გამოთქვა მადლიერება მისი აღსაყდრებისადმი გამოგზავნილი მილოცვისა და საჩუქრებისათვის.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს“, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • „საქაერონავიგაცია“ ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე სანავიგაციო სისტემებს სრულად განაახლებსBM.GE
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი