მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა
თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა

თამარ იოსელიანმა ევროპის მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის გენერალური ასამბლეა გახსნა

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ევროპის ეროვნული მეტროლოგიური ინსტიტუტების ასოციაციის (EURAMET) მე-20 გენერალურ ასამბლეის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

გენერალური ასამბლეა ევროპის მეტროლოგიური საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონალური პლატფორმაა და მასში მსოფლიოს 40 ქვეყნის 110-ზე მეტ დელეგატი მონაწილეობს. ასამბლეა წელს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს თანაორგანიზებით ტარდება.

„საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკის მდგრადი განვითარება, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა და ევროპულ ბაზრებთან უფრო ღრმა ინტეგრაცია წარმოადგენს. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ კი მეტროლოგიის სფეროს გაძლიერებასა და მის შესაბამისობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან,” - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველო EURAMET - ის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ჩვენი ქვეყნის და მეტროლოგიის დარგში გატარებული რეფორმების აღიარებას წარმოადგენდა. “ამ მნიშვნელოვანი თარიღიდან ორ წელიწადში ისეთი გავლენიანი ევროპული ორგანიზაცია, როგორიც EURAMET - ია, საქართველოში გენერალურ ასამბლეას ატარებს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს საქართველოსა და მეტროლოგიის სექტორის საერთაშორისო აღიარებას,” - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

როგორც თამარ იოსელიანმა განაცხადა, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი ეროვნული მეტროლოგიური სისტემის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს საიმედო და მიკვლევად გაზომვებს, მრეწველობის მხარდაჭერას, ექსპორტის ხელშეწყობასა და მომხმარებელთა უსაფრთხოებას. მინისტრის მოადგილის თქმით, ევროპულ მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობა დამოკიდებულია საიმედო, საერთაშორისოდ აღიარებულ და მიკვლევად გაზომვებზე, რაც მეტროლოგიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინსტრუმენტად და კონკურენტუნარიანობის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან ფაქტორად აქცევს.

გენერალურ ასამბლეაზე ასევე სიტყვით გამოვიდა EURAMET-ის თავმჯდომარე დოლორეს დელ კამპო. ღონისძიების ფარგლებში, დელეგატები აქტიურად განიხილავენ ისეთ გლობალურ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს, როგორიცაა მეტროლოგიის სტრატეგიული განვითარება, კვლევებისა და ინოვაციების სამომავლო გეგმები, ციფრული ტრანსფორმაცია, მდგრადობა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 101 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას