
თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ფიზიკური დაპირისპირება იყო მოსაშვილისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე. გავრცელებული კადრების მიხედვით, აქტივისტ ონისე ოქრიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ნიკო ხურცილავა იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში განმარტავს, რომ ინციდენტის მიზეზი ოქრიაშვილის ერთ-ერთი პოდკასტი და იქ გახმიანებული გზავნილები გახდა.
ბრალდებულის ადვოკატი კი ჩასაფრების შესახებ ვერსიას უარყოფს. პარალელურად, აქტივისტების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფასა და მუქარას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ.
მმართველი გუნდისთვის ძალადობა მიუღებელია, თუმცა პასუხისმგებლობას იმ პირებსაც აკისრებენ, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებსა და საზოგადო მოღვაწეებს შეურაცხყოფენ.
ანა ბერძენიშვილის რეპორტაჟი. --4. თავდასხმა ონისე ოქრიაშვილზე - სიუჟეტი - ანა ბერძენიშვილი--
იმედი
წყარო: imedinews.ge