მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეა ახვლედიანი პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
თეა ახვლედიანი პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული თერთმეტი პირის იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა, მათგან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა.

"დღეს აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული კიდევ 11 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის, ორი სამხედრო მოსამსახურის ნეშტის დაბრუნება მოვახერხეთ ოჯახებისთვის, რაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ჩართული შესაბამისი უწყებების ინტენსიური მუშაობით, ერთიანი სამთავრობო მიდგომითა და მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და განსაკუთრებით ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო-ჰუმანიტარული მექანიზმის მონაწილეთა ერთობლივი ძალისხმევით. დღევანდელ ჭირისუფალ 11 ოჯახთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ასობით ათასი ადამიანი ატარებს, დღემდე სამწუხაროდ, ომის უმძიმესი შედეგების გამოცდილებას, დევნილობის თუ მრავალ ტრაგიკულ ისტორიას, ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ მშვიდობას და მხოლოდ მშვიდობით ვიღწვით, რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე დღემდე არსებული ურთულესი გამოწვევები და ნდობის აღდგენით მივაღწიოთ ჩვენი ხალხის შერიგებას და გაერთიანებას სწორედ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედიები. მსურს, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ოჯახებს, რომლებიც ხელმეორედ განიცდიან ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში ოჯახის წევრის დაღუპვით გამოწვეულ მოუშუშებელ ტკივილს და გამძლეობა ვუსურვო მათ. ჩვენ კი, მთელი შემართებით ვაგრძელებთ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გაზრდილი დინამიკის გათვალისწინებით, მოლოდინი გვაქვს, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს დავუბრუნებთ პასუხს მათი უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ახლობლის ხვედრის თაობაზე,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოჯახების გადაწყვეტილებით იდენტიფიცირებული პირები, მათ შორის სამხედროები სხვადასხვა რეგიონში, საგვარეულო სასაფლაოებზე სათანადო პატივით დაკრძალეს.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 740 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 334 პირი. 1900-მდე ადამიანი ჯერ კიდევ უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 163 სტატია.

  • ეს თავდაუზოგავი დიპლომატიური მუშაობის შედეგი და არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებაა - ლევან მაჭავარიანი ნაურუს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებაზერუსთავი 2
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა ოკუპირებული აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →აფხაზეთის →მინისტრი →

მსგავსი სტატიები

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი

თენგიზ შარმანაშვილი ნაურუს მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებაზე: ეს ცალსახად არის ჩვენი საგარეო უწყების მუშაობის შედეგი - ამ ხელისუფლების დროს არც ერთი ქვეყანა არ დამატებია, მაგრამ გამოაკლდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც თავის დროზე საქართველოს ეს ორი ტერიტორია აღიარეს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო სახელოვნებო მიმართულებით ორ ახალ პროგრამას იწყებს

იმედი

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პროექტის „შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემდგომ შემცირებასა და პრევენციაზე მიმართული ინტერვენციებისთვის’’ ფარგლებში ბათუმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი