მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი
თეა წულუკიანი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ. ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი

იმედი|imedinews.ge

თქვენთვის ცნობილია, რომ მე ჯერ კიდევ 2012 წლიდან იუსტიციის მინისტრის რანგში პირადად ვიყავი ჩართული ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მიზნით საქართველოს მიერ წარმოებულ რეფორმატორულ პროცესში, ბატონი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, შემდეგ სხვადასხვა პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით და ეს გაგრძელდა 2020 წლამდე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელსვე შეძლო და ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. ეს ვერ გააკეთა წინა ხელისუფლებამ.

„ჩვენ 2018 წელს ასევე შევძელით, ბევრი მტკივნეული რეფორმის და ბევრი მოთხოვნის განხორციელება იმისთვის, რომ შეგვძლებოდა მოგვეპოვებინა ჩვენი ერისთვის, როგორც ეს არის ქართველი ერის ისტორიული არჩევანი, ალბათ ჩვენი ისტორიის მანძილზე ყველაზე ხელშესახები შედეგი ევროკავშირთან და ევროპულ სივრცესთან დაახლოების, ეს არის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ეს რეჟიმი სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი ძალისხმევის შედეგად მოუტანა ქართველ ხალხს.

ამის შემდეგ უკვე კონსტიტუციაში იწერება 78-ე მუხლი, ირაკლი კობახიძის თაოსნობით გამართულ საკონსტიტუციო კომისიაში, მისი მუშაობის შედეგად და იწერება, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურების წიაღში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დადგა რაღაც მომენტი, როდესაც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა, რომ გადასულიყო იმ წითელ ხაზს, რომლის გადალახვაც არც ერთი სუვერენული ერის შემთხვევაში დაშვებული არ არის.

„ეს წითელი ხაზი როგორც კი გადაილახა, ჩვენ აღმოვჩნდით არა თანამშრომლობის, არამედ თავდასხმის რეჟიმში. მე ან ვიყავი უშუალო მოწმე ამ ყოველივესი და უხშირეს შემთხვევაში თავად შემსრულებელი თუ ამსრულებელი იმ ევროპული პოლიტიკის, ერთ-ერთი „ქართული ოცნების“ მთავრობის ეგიდის ქვეშ და ვსაუბრობ პირველწყაროდან“, - განმარტა წულუკიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • "მნიშვნელოვანი ელემენტია საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის" - კოვზანაძე WB-სთან გაფორმებულ შეთანხმებაზეBM.GE
  • საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის გამოყოფას "საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის"რუსთავი 2
  • ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შეაჩერაფორმულა
  • სომხეთმა დაამტკიცა “ტრამპის მარშრუტის” შეთანხმების რატიფიცირების კანონპროექტინეტგაზეთი
შეთანხმება →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ