მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჩიხელიძე: ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები
ჩიხელიძე: ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება - იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების მონაწილეები და 2025 წლის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დემონსტრანტები. შეწყალება, რა თქმა უნდა, მისასალმებელი აქტია, მაგრამ ამ ყველაფერში შეწყალების ფაქტზე მეტად მნიშვნელოვანი შეწყალებულთა პოზიცია არის, საყურადღებოა, რომ ამ ადამიანებმა აღიარეს დანაშაული, მოინანიეს საკუთარი საქციელი და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირები, სათანადო დასკვნებს გამოიტანენ და მომავალში გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები აღარ აღმოჩნდებიან.

"საკუთარი მოქმედების გააზრება და დაშვებული შეცდომის აღიარება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია. ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება და ბრმად არ უნდა გაჰყვე ნარატივს, რომელიც შენი ქვეყნის განადგურებას ისახავს მიზნად.

იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები ამ გამოცდილებიდან სათანადო დასკვნებს გამოიტანენ, გაიაზრებენ საკუთარ შეცდომებს და მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები. კარგი იქნება თუ სხვებიც მათ მაგალითს გაითვალისწინებენ და გააცნობიერებენ, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.

სინანული სწორედ იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანი საკუთარ თავში იწყებს იმ პროცესს, რომლის შედეგადაც აცნობიერებს, რა გააკეთა, სად შეცდა და რა აღარ უნდა გაიმეოროს. საკუთარი საქციელის გააზრება და სინანული ჭეშმარიტებისკენ მიმავალი გზის დასაწყისია.

რაც შეეხება 2025 წლის 4 ოქტომბერს, ამ მოვლენების მიღმა კონკრეტული ფაქტია, ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს და კონკრეტულ დანაშაულს. შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ჰქონდეს პროტესტის გამოხატვის სურვილი და არ ეთანხმებოდეს ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არ გაძლევს კანონის დარღვევის ლეგიტიმურ უფლებას!" - წერს ექსპერტი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • კირიენკო: სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა 20 წელზე მეტი გაგრძელდანეტგაზეთი
  • ხელისუფლების ოპონენტებს შორის Facebook-პოსტებით ბრძოლა გრძელდება - დაპირისპირების მთავარი გმირი კვლავ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილიარუსთავი 2
  • ირაკლი ღარიბაშვილი სამართლებრივ ბრძოლას აპირებს - ადვოკატიBM.GE
  • "ღარიბაშვილმა ბრალის დადგენილებას ხელიც კი არ მოაწერა" - ექს-პრემიერი სამართლებრივ ბრძოლას აპირებსტვ პირველი
ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

იმედი

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად