მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თენგიზ შარმანაშვილი: არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები. ობიექტურ დამოკიდებულებას და თანასწორუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობებს ვითხოვთ
თენგიზ შარმანაშვილი: არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები. ობიექტურ დამოკიდებულებას და თანასწორუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობებს ვითხოვთ

თენგიზ შარმანაშვილი: არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები. ობიექტურ დამოკიდებულებას და თანასწორუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობებს ვითხოვთ

იმედი|imedinews.ge

არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები და თუ ისინი შეწყვეტენ ამ ცალმხრივ მიდგომებს, ჩვენი ნაბიჯები არ დააყოვნებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან ითხოვს ობიექტურ დამოკიდებულებასა და თანასწორუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობებს.

„4 ოქტომბერს დაანონსებული იყო სახელმწიფო გადატრიალება და ამას მხარი დაუჭირეს. არ ვლაპარაკობ რიტორიკაზე, ვსაუბრობ კონკრეტულ ქმედებებზე. ასეთი ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო. ასე რომ, ჩვენი ნაბიჯები ყოველთვის საპასუხო იყო. არასდროს ვყოფილვართ ევროკავშირთან კონფლიქტის გაღრმავების ინიციატორები და თუ ისინი შეწყვეტენ ამ ცალმხრივ მიდგომებს, ჩვენი ნაბიჯები არ დააყოვნებს. ერთადერთ რამეს - ობიექტურ დამოკიდებულებას ვითხოვთ, ვითხოვთ ფაქტებზე და არა აღქმებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, არა რევოლუციური სიტუაციების წახალისებას, არამედ თანასწორუფლებიან პარტნიორულ ურთიერთობებს“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრების სურვილის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯს. მიზეზად დაფინანსების გამოყოფის შეზღუდვას ასახელებს. საუბარია საქართველოს ხელისუფლების მიერ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი ფრანკო ბარეზი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

იმედი

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

პოლონეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სმარტფონების გამოყენება აიკრძალება

იმედი

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენა

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი