
თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და გარკვეული სასჯელი აქვს მოსახდელი. თუ ამის შემდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და ამის შემდეგ არის საუბარი მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე, მაშინ გასაგებია
სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და გარკვეული სასჯელი აქვს მოსახდელი. თუ ამის შემდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და ამის შემდეგ არის საუბარი მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე, მაშინ გასაგებია, - განაცხადა თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანის სოციალური ქსელის ნახვების რაოდენობასაც.
„62 მილიონი ნახვა ალბათ სი ძინპინს არ ექნება-მეთქი, რომელიც მილიარდ-ნახევრიანი ქვეყნის ხელმძღვანელია. ასეთ სიგიჟეს რომ ადამიანი იტყვის, იმის კომენტირება არ ღირს. რა 62 მილიონი, თან საქართველოში. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობას, არ არის ის კაცი [სააკაშვილი] საქართველოს მოქალაქე და, მეორე, აქვს გარკვეული სასჯელი მოსახდელი. თუ ამ სასჯელის მოხდის შემდეგ დაწერს განცხადებას და მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და ამ პერიოდზეა საუბარი, მაშინ გასაგებია ჩემთვის, მანამდე გაუგებარია“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge