მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Associated Press: „თალიბანის“ დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა
The Associated Press: „თალიბანის“ დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

The Associated Press: „თალიბანის“ დელეგაცია ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იმედი|imedinews.ge

„თალიბანის“ დელეგაცია სამშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.

როგორც „თალიბანის“ ოფიციალურმა პირმა განაცხადა, დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებებზე ყურადღება გამახვილდა დიპლომატიურ მომსახურებებსა და ქვეყანაში ავღანელთა „ღირსეულ დაბრუნებაზე“.

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა შორის ავღანელები ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენენ, თუმცა ბლოკის ქვეყნების მზარდი რაოდენობა მოითხოვს დეპორტაციის პროცესის დაჩქარებასა და გააქტიურებას იმ პირთათვის, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ ან რომლებმაც მასპინძელ ქვეყნებში დანაშაული ჩაიდინეს.

„თალიბანის“ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აბდულ ყაჰარ ბალხიმ ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც „ისლამური საამიროს“ დელეგაციამ ბრიუსელში ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან გამართა მოლაპარაკებები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა

რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლი ექვს მსოფლიო ჩემპიონატზე გაიტანა

იმედი

POLITICO: ბუდაპეშტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა ოფიციალური თავის გახსნის პროცესი შეაფერხა

POLITICO: ბუდაპეშტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის მოლაპარაკებების ყველა ოფიციალური თავის გახსნის პროცესი შეაფერხა

იმედი

ინგუში ბიჭის ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ინგუში ბიჭის ამბავი, რომელმაც მთელი კავკასია შეძრა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი

ქვეყანა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

ქვეყანა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

იმედი