მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Hill: 10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს
The Hill: 10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს

The Hill: 10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს

იმედი|imedinews.ge

10 ამერიკელიდან შვიდს სურს, რომ ირანთან ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ინფორმაციას გამოცემა The Hill-ი ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ახალი გამოკითხვის თანახმად, ამერიკელთა თითქმის 70%-ს სურს, რომ ირანთან მიმდინარე ომი „რაც შეიძლება სწრაფად“ დასრულდეს.

The Economist/YouGov-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 68% მიიჩნევს, რომ აშშ-მა „რაც შეიძლება მალე უნდა მიაღწიოს შეთანხმებას ირანთან ომის დასასრულებლად“, ხოლო 11% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. გამოკითხულთა 21% კი ამ საკითხზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს, ან დარწმუნებული არ არის.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანის წინააღმდეგ ომი უკვე სამი თვეა გრძელდება. კონფლიქტმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა გლობალურ ეკონომიკაზე და აშშ-ის ურთიერთობები მის მოკავშირეებთან გაართულა. საბრძოლო მოქმედებების ფონზე ჰორმუზის სრუტის, ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზღვაო მარშრუტის დახურვამ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების ზრდაც გამოიწვია.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, რესპონდენტთა 28% მხარს უჭერს ირანთან სამხედრო კონფლიქტს, ხოლო 60% მისი წინააღმდეგია.

გამოკითხვა 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ჩატარდა. მასში 1 604 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო ცდომილების ზღვარი 3,5%-ს შეადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი