მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The New York Times: აშშ ირანზე თავადსხმის განახლებისთვის ემზადება
The New York Times: აშშ ირანზე თავადსხმის განახლებისთვის ემზადება

The New York Times: აშშ ირანზე თავადსხმის განახლებისთვის ემზადება

იმედი|imedinews.ge

აშშ-მა უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ირანზე სამხედრო იერიშები განაახლოს. ინფორმაციას The New York Times-ი ამერიკელ და ახლო აღმოსავლეთში მოღვაწე ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რადგან მისმა ახლო გარემოცვამ სამხედრო თავდასხმის განახლების გეგმა უკვე მოამზადა.

როგორც The New York Times-ი წერს, აშშ და სხვა ქვეყნები ცდილობენ მონახონ კომპრომისი, რომელიც ირანს საერთაშორისო ნაოსნობისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნას აიძულებდა.

გამოცემას აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის კონგრესში გამოსვლის ფრაგმენტი მოჰყავს, სადაც მან განაცხადა, რომ ამერიკელ სამხედროებს „საჭიროების შემთხვევაში, ესკალაციის გეგმა მომზადებული აქვთ“.

წყაროების ცნობით, აშშ და ისრაელი ირანზე პოტენციური დარტყმების განახლებისთვის „ინტენსიურად ემზადებიან“.

ვარიანტებს შორის, რომელსაც ვაშინგტონი განიხილავს, ირანის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების გაძლიერება და სპეციალური დანიშნულების ძალების ჩართულობით მიწისქვეშა ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ ოპერაციის ჩატარებაა.

კერძოდ, ამერიკელმა სამხედროებმა, შესაძლოა, ისპაანის ბირთვული კომპლექსის წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღონ მონაწილეობა. როგორც გამოცემა იუწყება, ისპაანში გამდიდრებული ურანი ინახება.

საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის მზაობას ირანელი ჩინოვნიკებიც გამოთქვამენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 145 სტატია.

  • აშშ-ის ხაზინის მდივანმა ირანთან დაკავშირებულ მსხვილი უცხოური ბანკის დასანქცირება დააანონსაBM.GE
  • ირანმა უცხოური გემებისთვის ჰორმუზის სრუტეში 10%-იანი გადასახადი დროებით შეაჩერაფორმულა
  • "ირანს შეუძლია თავს დაესხას ამერიკულ ნავთობობიექტებს" - ღალიბაფი ჰეგსეთის განცხადებას პასუხობსრუსთავი 2
  • ირანში ანტისამთავრობო აქციების მონაწილე სიკვდილით დასაჯესტვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი