მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი
The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი

The NYT: ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი შეძლებს გახდეს რესპუბლიკური მოძრაობის შემდეგი ლიდერი და თეთრი სახლისთვის წარმატებით იბრძოლოს, - წერს The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის მონაცემებით, ტრამპი თანაშემწეებთან და მოკავშირეებთან საუბრისას რეგულარულად აფასებს 2028 წლის არჩევნებზე რესპუბლიკური პარტიის შესაძლო კანდიდატების პერსპექტივებს. ყველაზე სავარაუდო პრეტენდენტებს შორის ის ვენსსა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს განიხილავს.

როგორც გაზეთი წერს, პრეზიდენტმა არაერთხელ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა ვენსს საერთო-ეროვნულ არჩევნებში გამარჯვება მისი მხარდაჭერის გარეშე. კერძო საუბრებში ტრამპი, წყაროების თანახმად, ვიცე-პრეზიდენტის კარიერას საკუთარს ადარებს და აღნიშნავს, რომ ვენსს დამოუკიდებლად დიდი საარჩევნო გამარჯვებებისთვის არ მიუღწევია.

ამ ეჭვების მიუხედავად, ტრამპის მრავალი მოკავშირე ვენსს კვლავინდებურად მიიჩნევს მისი პოლიტიკური კურსის მთავარ მემკვიდრედ. თავად ვიცე-პრეზიდენტი კი 2028 წლის არჩევნების შესაძლო რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის ერთ-ერთ ფავორიტად რჩება.

ცნობები უთანხმოების შესახებ ტრამპისა და რესპუბლიკელების პოპულარობის კლების ფონზე გავრცელდა. მაისში გამოქვეყნებული Washington Post-ის, ABC News-ისა და Ipsos-ის ერთობლივი გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას ამერიკელთა 37% იწონებს, ხოლო 62% მას უარყოფითად აფასებს. ყველაზე დაბალი შეფასებები ადმინისტრაციის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ცხოვრების ღირებულების ზრდამ და ირანთან კონფლიქტის ირგვლივ შექმნილმა ვითარებამ მიიღო. გამოკითხვის მონაცემებით, დამოუკიდებელ ამომრჩევლებს შორის მხარდაჭერის შემცირებამ შესაძლოა გაართულოს რესპუბლიკელების პოზიციები კონგრესის შუალედურ არჩევნებზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • „ჰამასი“ ღაზის სექტორში ეტაპობრივ განიარაღებას დათანხმდა - ტრამპიტვ პირველი
  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
ტრამპი →ლიდერი →მოძრაობის →

მსგავსი სტატიები

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი