მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Times: ჯანი ინფანტინომ, რომელიც ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრეზიდენტ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა
The Times: ჯანი ინფანტინომ, რომელიც ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრეზიდენტ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა

The Times: ჯანი ინფანტინომ, რომელიც ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრეზიდენტ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა

იმედი|imedinews.ge

ჯანი ინფანტინომ, რომელიც ფიფას ხელმძღვანელის თანამდებობის შესანარჩუნებლად იბრძვის, პრეზიდენტ ტრამპთან ტელეფონით დაკავშირება რამდენჯერმე სცადა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინფანტინო აშშ-ის პრეზიდენტს დახმარებას პარასკევის შემდეგ სთხოვს - მას მერე, რაც იძულებული გახდა, კერძო ინვესტორებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის 20%-იანი წილის მიყიდვის გეგმაზე უარი ეთქვა. ფიფასა და თეთრ სახლს აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ინფანტინო აშშ-ის პრეზიდენტს „ძალიან ახლო მეგობრად“ მოიხსენიებს. მან გასულ წელს ტრამპს ფიფას მშვიდობის პირველი ჯილდო გადასცა, მსოფლიო ჩემპიონატის წინ კი ორგანიზაციის ამერიკული ოფისი მანჰეტენზე, სწორედ „ტრამპ თაუერში“ გახსნა.

თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნების ზრდის პარალელურად, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინფანტინო ორშაბათს დილით აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებების გამართვას იმედოვნებდა. მიუხედავად ამისა, ფიფამ და სახელმწიფო დეპარტამენტმა მსგავსი დიალოგის გამართვა უარყვეს.

ტრამპის ადმინისტრაცია დისტანციას ინარჩუნებს ფიფაში შექმნილი კრიზისისგან, ხოლო გასულ კვირას პრეზიდენტმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ინფანტინოსთან განიხილა სკანდალური გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა 4.2 მილიარდ დოლარამდე თანხის მოზიდვას მცირე წილის მიყიდვის გზით ისეთი ინვესტორებისთვის, როგორიცაა ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელსაც ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ძმა, ჯოშუა კუშნერი მართავს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თანამდებობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • უკრაინის უმაღლესმა რადამ გენერალური პროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენაფორმულა
  • ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს - კრავჩენკომ ქვეყანა დატოვაBM.GE
  • კულტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ბითაძე დაინიშნანეტგაზეთი
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ გენერალური პროკურორი თანამდებობიდან გადააყენარუსთავი 2
თანამდებობა →ტრამპი →პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას უკრაინა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება განიხილა

იმედი

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

გია ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“

იმედი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

გიორგი გამსახურდია: ჩემს ადგილსამყოფელ ქვეყანაში მეუბნებიან ბოდიში შეცდომისთვის, რომ ჩვენი ურთიერთობა ამას შევაკალით და ამასში იგულისხმება პირადად სააკაშვილი და მის გარშემო არსებული ხალხი

იმედი

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე: თავიანთ სიშლეგეს აბრალებენ „შეთქმულების თეორიებს“. ჩერგოს, რაღაც ნაწილში და „ვორდინგში“ ვეთანხმები მაგათზე, რასაც ამბობს. მიხეილ სააკაშვილმა თავისი ხარჭების დონეზე დაიყვანა პარტია