მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. The Washington Post: ირანის თავდასხმებისგან ისრაელის თავდაცვის დროს, აშშ-მა THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარი არსენალის ნახევარზე მეტი გამოიყენა
The Washington Post: ირანის თავდასხმებისგან ისრაელის თავდაცვის დროს, აშშ-მა THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარი არსენალის ნახევარზე მეტი გამოიყენა

The Washington Post: ირანის თავდასხმებისგან ისრაელის თავდაცვის დროს, აშშ-მა THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარი არსენალის ნახევარზე მეტი გამოიყენა

იმედი|imedinews.ge

ირანის თავდასხმებისგან ისრაელის თავდაცვის დროს, აშშ-მა THAAD-ის ტიპის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საკუთარი არსენალის ნახევარზე მეტი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კონფლიქტის მიმდინარეობისას აშშ-მა ასევე გამოიყენა 100-ზე მეტი SM-3 და SM-6 ტიპის საზენიტო რაკეტა. შედარებისთვის, თავად ისრაელმა ირანული იერიშების მოსაგერიებლად Arrow-ს სისტემის 100-ზე ნაკლები, ხოლო David’s Sling-ის სისტემის დაახლოებით 90 რაკეტა გაისროლა.

სამხედრო მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ ირანთან საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ვაშინგტონს კიდევ უფრო მეტი რაკეტის გამოყენება მოუწევს, ვინაიდან ისრაელის თავდაცვის ძალებმა საკუთარი საჰაერო თავდაცვის ბატარეების ნაწილი გეგმურ ტექნიკურ მომსახურებაზე გაგზავნა.

„ისრაელს არ შესწევს უნარი, დამოუკიდებლად აწარმოოს და მოიგოს ომები, თუმცა ეს რეალურად არავინ იცის, რადგან საზოგადოება ვერ ხედავს იმას, რაც კულისებს მიღმა ხდება“, - ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი ოფიციალური პირის განცხადებას.

პენტაგონში რესურსების შესაძლო დეფიციტს ან ისრაელთან სამხედრო მარაგების გაზიარების პრობლემას უარყოფენ. უწყების განცხადებით, ბალისტიკური რაკეტების მხოლოდ ერთი კომპონენტია იმ ფართომასშტაბური თავდაცვითი სისტემებისა და შესაძლებლობების ქსელში, რომელსაც აშშ ფლობს.

საკითხს გამოეხმაურა ვაშინგტონში ისრაელის საელჩოც, სადაც ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ჰყავს სხვა ისეთი პარტნიორი, რომელსაც ექნება ისეთივე სამხედრო მზადყოფნა, ნება, საერთო ინტერესები და შესაძლებლობები, როგორიც ისრაელს აქვს“, - აღნიშნეს საელჩოში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთოBM.GE
  • აშშ-ირანის კონფლიქტი კვლავ გამწვავდა, CENTCOM მძლავრ იერიშზე საუბრობსფორმულა
  • აშშ-ის არმიამ ირანზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განახორციელატვ პირველი
ირანის →

მსგავსი სტატიები

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი