
ტომაშ ფროელიხი: გერმანული ეკონომიკის უდიდესი პრობლემა სწორედ ენერგორესურსებზე წარმოუდგენლად გაზრდილი ფასები გახლავთ, ეგრეთწოდებული „მწვანე“ საწარმოო პოლიტიკა, გერმანული წარმოების არქიტექტურა იმპორტირებულ და იაფ ენერგორესურსებზეა გათვალისწინებული და დამოკიდებული
მოგიყვებით ერთ მაგალითს, ერთ დროს 17 ატომური ელექტროსადგური გვქონდა გერმანიაში და ყველა მათგანი დავხურეთ. ახლა კი ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ საფრანგეთიდან, რომელიც მას სწორედ ატომური ელექტროსადგურით აწარმოებს. ეს ხომ სრული სიგიჟეა, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპარლამენტარმა ტომაშ ფროელიხმა გერმანული ეკონომიკის პრობლემებზე საუბრისას.
მისივე თქმით, გერმანული ეკონომიკის უდიდესი პრობლემაა სწორედ ენერგორესურსებზე წარმოუდგენლად გაზრდილი ფასები,, ეგრეთწოდებული „მწვანე“ საწარმოო პოლიტიკა. ფროელიხი აღნიშნავს, რომ გერმანული წარმოების არქიტექტურა იმპორტირებულ და იაფ ენერგორესურსებზეა გათვალისწინებული და დამოკიდებული.
„ამავე დროს ყურადსაღებია, რომ ამჟამად გერმანია ყველაზე მაღალ ფასს იხდის ენერგორესურსებისთვის, ეს კი გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ პოლიტიკისა, რომელსაც გერმანიის ხელისუფლება ატარებს ევროკავშირის მხარდამხარ. ამიტომაც უწოდა WALL STREET JOURNAL–მა გერმანულ ენერგო პოლიტიკას მსოფლიოში ყველაზე სულელური. ბევრი კომპანია გერმანულ ბაზარს ტოვებს, ყოველთვიურად 12 ათასს სამუშაო ადგილს ვკარგავთ წარმოებაში“, - აღნიშნა ტომაშ ფროელიხმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge